საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებულმა "მეცმა" ამხანაგურ მატჩში გასვლაზე "ტრუას" 3:0 სძლია და ისევ გამოიჩინა თავი გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც წინა სპარინგში "სერენის" კარი დალაშქრა.
მიქაუტაძემ "ტრუასთან" ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, შემდეგ კი დუბლი 18 წლის თავდამსხმელმა იბუ სანემ შეასრულა.
იბუ სანესა და მის მოგვარე მცველს, სადიბუ სანეს "მეცმა" ახლახან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
"მეცი" კიდევ 3 საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, ხოლო 13 აგვისტოს ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "რენს" დაუპირისპირდება.