ლუკა ლოჩოშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

AutoSharing Option
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს. Gola TV-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი სულ მალე "რაიო ვალეკანოს" შეუერთდება.

წყაროს ცნობით, "რაიოსა" და "კრემონეზეს" შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია, ესპანური კლუბი ლოჩოშვილის სანაცვლოდ 2.7 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, ლოჩოშვილი "კრემონეზეს" 2022 წელს შეუერთდა. ლუკამ გასულ სეზონში ლომბარდიელთა მაისურით ჯამში 27 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

altმადრიდულმა კლუბმა ლოჩოშვილის ტრანსფერზე "კრემონეზეს" მიმართა

alt18:0 - ლოჩოშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა

altლოჩოშვილმა "რაიო ვალეკანოში" გაშვება ითხოვა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს თუ მართლა ასეა ძალიან მაგარი სიახლეა,წარმატებები ლოჩოს ახალ ასპარეზზე✊❤️
MARGALONA
24 ივლისი 2023 13:39
0
უკვე იმდენი თითქმის გამოსული ტრანსფერი ჩაიშალა, რომ სანამ რაიო ველკანოს ფორმაში არ ვნახავ ვერ დავიჯერებ. ისე კი კარგი ამბავია და წარმატებები ლუკას!
Irakli
24 ივლისი 2023 12:46
0
ჩვენმა ბიჭმა მაგარი ელჩობა გაგვიწია, რაც ევროპა შეაზანზარა. შეხედეს ჩვენ ბიჭებს და თურმე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. გამიხარდა ლუკას გადასვლა, რახან თანხაც წერია ალბათ შემდგარი ფაქტია. წარმატება ლუკას.
G.LA
24 ივლისი 2023 13:07
0
ძალიან მაგარი იქნება, თუ მართლა გამოვიდა ეგ საქმე. ერთი რამ კი ცხადია, ჩვენი ფეხბურთელები ნელ-ნელა უშინაურდებიან ტოპ-ლიგებს.
მშვენიერია!
ქობულეთიდან
24 ივლისი 2023 12:35
1
წარმატებები მაგარი ამბები ისმის ამ ბოლოს ტრანსფერებზე, სულ ტოპ 5 თან ვტრიალებთ, ისე სიგუაზეც მეგონა ტოპ 5 ში გადავიდოდა, მაგრამ ბაზელსაც არაუშავს 18 წლის ასაკში, მთავარია იშრომოს და მალე მაგარ ჩემპიონატშიც ვიხილავთ, ისე აბუაშვილი და ნინუა მენანებიან დინამოებმა მაინც ჩამოიყვანონ გადახეხეს ბიჭებმა სკამები...
Givi
24 ივლისი 2023 12:57
1
სიგუას კონტრაქტი,მეც ნაადრევი მგონია.1 წელი კიდევ დინამოში უნდა დარჩენილიყო,გუნდსაც დახმარებოდა და თვითონაც უფრო თავდაჯერებული გამხდარიყო.პირველივე დაძახებაზე,უკანმოუხედავად გაიქცა,არადა დინამოს, წინ უეფას თამაშები აქვს.არაფერი არ იყო,ასე საჩქარო,თანაც შვეიცარიის საშუალო გუნდში წავიდა.ეს,მყიდველის თვალშიც შენი ღირსების დაკარგვას გამოიწვევს.ნინუაც ასე მოიქცა,პატარა ბიჭს,კაპიტნობა ანდეს და მან კი,უყოყმანოდ მიატოვა გუნდი და მაშინაც,ევროტურნირზე თამაშის წინა დღეებში.მას მერე,ხეირი ვეღარ ნახა.საკუთარ თავს თუ არ აფასებ,სხვა რატომ დაგაფასებს?ნინუაც პატარა ბიჭი იყო და სიგუაც პატარა ბიჭია,მათ შეიძლება შეცდომა დაუშვან,მაგრამ ოჯახმა და აგენტმა,ხომ უნდა იფიქრონ?იმედი ვიქონიოთ,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება და წარმატებულ კარიერას აიწყობენ.
სოსო
24 ივლისი 2023 22:40
0
მერჩია,იტალიის რომელიმე ა ლიგის გუნდს წაეყვანა,იტალიური კლუბების დაცვა,მაინც სხვა დონისაა,მაგრამ ლა ლიგის საშუალო გუნდიც არ არის ცუდი ვარიანტი.მთავარია,ესეც ჭორი არ აღმოჩნდეს და სათამაშო დრო ჰქონდეს.ლუკა, პირველ რიგში კარგი ადამიანია და ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ.
სოსო
24 ივლისი 2023 13:00
2
ლოჩო ლა ლიგაში
საბა საფრანგეთის უმაღლესში.
გოჩოლეიშვილი შახტარში

ნუთუ ასე რთულია მიხვდე ვინ უნდა იდგეს ნაკრების ძირითადში?!

:)
las
24 ივლისი 2023 12:43
4
წარმატებას ვუსურვებ ლუკას.წესიერი. ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.ერთადერთი რაც მინდა ვუსურვო,უნდა მოუმატოს მუშაობას სისწრაფეზე და მეტი თავდაჯერებულობა.
თემო
24 ივლისი 2023 16:30
0
პირველი ქართველი იქნება, რომელსაც ორ ტოპ ჩემპიონატში ექნება ნათქმაშევი თუ არ ვცდები
დავით
24 ივლისი 2023 18:19
2
ცხადაძეს აინტრახტი,სიტი
დავითს
24 ივლისი 2023 23:22
2
უდიდესი მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას. ხვიჩა ჩვენი ბრილიანტია
kopala
24 ივლისი 2023 15:29
10
ვახო შენ ხარ? )
ხუნდა
24 ივლისი 2023 17:35
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული