ფრანგული le10sport-ი იტყობინება, რომ "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შეძენა პრემიერლიგაში დაბრუნებულმა "შეფილდ იუნაიტედმა" მოისურვა და მზადაა სოლიდური თანხა, 18 მილიონი ევრო (პლუს, ბონუსები) გადაიხადოს.
გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძე ძალიან მოთხოვნადი ფეხბურთელია, მისი სამსახურით "ლიონია" დაინტერესებული, "მეცი" 20 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა, ფინანსურად მეტი შესაძლებლობები "შეფილდ იუნაიტედს" აქვს და მას კონკურენციას ვერ გაუწევენ.
აღნიშნულია, რომ მიქაუტაძემ გასულ სეზონში ფურორი მოახდინა. "შეფილდ იუნაიტედმა" "მეცს" კარგი წინადადებით მიმართა და ეს ფრანგული კლუბისთვის მომგებიანი და მისაღები უნდა იყოს.
მხოლოდ ერთი უზუსტობა - მიქაუტაძე თვითნაბადი ნიჭის
მქონე სომეხ ფეხბურთელადაა მოხსენიებული.
ისე ვათხოვოთ ცოტა ხნით მიქაუტაძე სომხებს. ცოდონი არიან, საკუთარი მხოლოდ სევანის ტბა და მარილი აქვთ