ლიგა 1-ის მეცხრე ტურში "ლიონი" "ოსერს" მასპინძლობს. ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს თავის მიერვე მოპოვებული პენალტით "ოლიმპიკის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გახსნა.
მიქაუტაძემ "ლიონში" პირველი გოლი გაიტანა. აქამდე მან ჩემპიონატზე ერთი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.