Tutto Napoli: ხვიჩა - გუნდის იმედი და ჯუღელის საგანგებო ვიზიტი

AutoSharing Option
"სპალთან" ფრედ დასრულებულ ამხანაგურ მატჩში (1:1) "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, უფრო გუნდურად მოქმედებდა და Tutto Napoli-სგან ანგისასთან და რასპადორისთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასება, 7-იანი დაიმსახურა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ პირველივე დარტყმით ბურთი ხარიხას გაარტყა, მეურვეებს უსხლტებოდა, არაერთხელ ლამაზი და მრავალმხრივი თამაშით გამოირჩა, თანაგუნდელების იმედია, ხიფათის შემქმნელი, მის მიერ გაკეთებული პრაქტიკულად საგოლე გადაცემები კი პარტნიორებმა ვერ გამოიყენეს.

Sportall.Ge

"ნაპოლის" ფეხბურთელების შეფასებები: გოლინი (6), მერეტი (5.5), ძანოლი (6.5), დი ლორენცო (6), ესტეგარდი (6), ჟუან ჟეზუსი (6.45), რაჰმანი
(6), ობარეტინი (6), მარიო რუი (6), ოლივეირა (6), ფოლორუნჩო (6), ანგისა (7), დემე (6), ლობოტკა (6.5), ელმასი (6), ზილენსკი (6.5), პოლიტანო (6), რასპადორი (7), სიმეონე (6), კვარაცხელია (7), ოსიმენი (6.5), ზედატკა (6).

მარიო რუიმ პირველ ტაიმში მარჯვენა ბარძაყის ტრავმა მიიღო, შეცვალეს და ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება.

Sportall.Ge

ყველა ადგილობრივი სპორტული გამოცემა წერს, რომ ტრიბუნაზე ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან და მის მეუღლესთან აგენტი მამუკა ჯუღელი ხვიჩას ძმასთან, თორნიკე კვარაცხელიასთან ერთად იმყოფებოდა. "სპორტმედია" იტყობინება, რომ ჯუღელი იტალიაში "კვარას" კონტრაქტის გასაახლებლად ჩავიდა, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და ხვიჩას სეზონური გასამრჯელო 1.4 მილიონი ევროდან 3 მილიონამდე გაიზრდება.

calcionapoli24-ის და Sky Sport-ის ცნობით, აგენტი დე ლაურენტისს სხვა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებსაც შესთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
რანაირად იყურება ჯუღაევი,სათვალე მაინც გაიკეთოს რომ უფრო სოლიდურად გამოჩნდეს
ჯუღელი თუ ჯუღაევი
01:46 25-07-2023
44
გავიგეთ ნაპოლის იმედი და ჩვენც ვზეიმობთ, მარა საქართველოს გუნდების იმედზე რასიტყვით, როდემდე უნდა გვაზეიმოთ სხვა ქვეყნის გუნდების წარმატება? მე ჩემი ქვეყნის გუნდები მაინტერესებს პირველრიგში, ასეა ეს
გივი
08:13 25-07-2023
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული