მამარდაშვილი "ვალენსიას" დაუბრუნდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და თავის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში ჩაფრინდა და თავისი კლუბის, "ვალენსიას" ბაზას მიაშურა.

როგორც ყველა სეზონის დაწყების წინ ხდება ხოლმე, მან სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც გუნდის ბაზასთან მყოფი ესპანელი ჟურნალისტი შეხვდა, რომელიც მომავალზე დაეკითხა.

ჩვენებურმა დიპლომატიური პასუხა გასცა და უთხრა, არ იცის, მიდის თუ რჩება და ამ საკითხზე ბევრს არ ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის გვარს არაერთ მსოფლიო გრანდს უკავშირებენ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
უნიჭიერესი,უზარმაზარი პოტენციის მქონე,შეიძლება ითქვას,ჯერაც ნორჩი მეკარე გვყავს,თანაც ადამიანურადაც ფრიად მომხიბლავი,თავმდაბალი და მშვიდი...დიდი და სახელოვანი გზა გაგევლოს,ღირსეულო ახალგაზრდავ,უამრავჯერ გაგეხარებინოს ჭეშმარიტი გულშემატკივრების გულები!
ბოღმიანებსა და ენამწარე ცალტვინებს კი,სამწუხაროდ,რა გამოლევს ჩვენში.ვაგლახ,რომ უკურნებელი სენია ეს ჩვენი.
მინდია
14:49 25-07-2023
4
რა კომენტარებს წერთ, თქვენ ხო არ აყანყალებთ?... სადმე თქვა რომ მხოლოდ გრანდი უნდა? არ ვიცი და არც მაონტერესებსო, ფაქტიურად...
გამოექანეთ და ვალენსიაში დაგხვდებათ

გუგა
13:38 25-07-2023
2

სიახლეები პოპულარული