La Gazzeta dello Sport: "გარსია ხვიჩას მაქსიმალურად გამოყენებას გეგმავს"

AutoSharing Option
La Gazzeta dello Sport-ი წერს, რომ რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას მაქსიმალურად გამოყენებას გეგმავს. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს სტანდარტულებსა და ჯარიმებზე.

"გარსიას უნდა, რომ ხვიჩას მარჯვენა ფეხი თამაშისას უფრო და უფრო "დაიტვირთოს" (მონაწილეობა მიიღოს ყველაფერში). ჩააწვდის ორივე მხრიდან კუთხურსა და სტანდარტულებს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდება, თუ ვინ შეასრულებს პენალტებს. შესაძლოა ეს საპასუხისმგებლო ვალდებულებაც გუნდის ქართველმა ლიდერმა შეითავსოს. მოგეხსენებათ, გასულ წელს ამ საკითხში იყო პატარ-პატარა დაბრკოლებები, თუმცა გარსია და მისი სამწვრთნელო სტაფი ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის ბევრს მუშაობენ".

"ნაპოლი" პრესეზონის მომდევნო შეხვედრას 29
ივლისს, "ჰათაიასპორთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბევრმა ჩემზე უკეთ იცის, რომ სპორტში და მითუმეტეს ფეხბურთში ყველაფერი სტატისტიკა. აქედან გამომდინარე ძლიერი მხარეების გათვალისწინებით რაღაც სპეც დავალებებს მიიღებენ მოთაშეები მაგრამ, ჯარიმა, კუთხური, პენალტი და აუტი ერთი მოთაშის შესასრილებელი რატო უნდა იყოს ვერ ვხვდები.ხვიჩა ნიჭიერი და მონდომებული ბიჭია მარა საუზმეც და ბურთის ყოველი შეხების მერე გულშემატკივრების ბოლო ხმაზე ღრიალიც დაავალონ ბარემ.
სპალეტიმ განუსაზღვრა კუთხურის მერე საჯარიმოდან გამოვარდნილ ბურთებზე დარაჯობა მაგრამ მთელი სეზონი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ გამოვარდნილა.
მოკლედ ნიჭიერ ფეხბურთელს მიეცი დავალებად თავხედი და თამამი თამაშის ჩვენება (ჩარჩოებში ნუ ჩასვამ თუნდაც თავის ჩვეულ პოზიციაზე) და უეჭველი ნახავ პროგრესს.
ხო და... მოედნიდან გადავარდნილ ბურთებზე ვინო გარსიამ?
გიგი
01:44 27-07-2023
0
ძალიანაც კარგი,ასე ნელ-ნელა გახდება გუნდის ლიდერი
ოთო
19:02 26-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული