L’Équipe: "ლიონში" საზონოვის ტრანსფერი ერთი პრობლემის გამო შეიძლება შეყოვნდეს

AutoSharing Option
"ეკიპი" მოსკოვის "დინამოდან" "ლიონში" საქართველოს ნაკრების 21 წლის ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის შესაძლო გადასვლის თაობაზე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემა ირწმუნება, რომ კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ფრანგული კლუბი საზონოვს დაახლოებით 3 მილიონ ევროდ შეიძენს და ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ამ სეზონში საბა იჯარის წესით "მოლენბეკში" ითამაშებს, რომელიც 29 აგვისტოს, ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში "გენკს" უმასპინძლებს.

"ლიონის" და "მოლენბეკის" მფლობელი ამერიკული კომპანიაა. "ლიონს" ფინანსური დარღვევები აქვს და ტრანსფერი DNCG-ის (ორგანიზცია, რომელიც ფრანგული კლუბების მონიტორინგს ახორციელებს) უნდა შეუთანხმოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს მოლენბეკი რაღაა? ბაიერნის და პარკაძის ადმირასი არ იყოს ხომ შეიძლება ცოტა ნორმალური კლუბის შერჩევა?
Givi
19:28 27-07-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული