"კალაძეს, როგორც ფეხბურთელს და ადამიანს, დიდ პატივს ვცემ; საზონოვზე გეტყვით, რომ..." - არიედო ბრაიდა ქართულ-იტალიურ ტრანსფერებზე

AutoSharing Option
"სპორტ ექსპრესმა" "მილანის" ყოფილ სპორტულ დირექტორ არიედო ბრაიდასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან სერია A-ში საბა საზონოვის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:

- ბოლო დროს იტალიურ მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ იტალიური კლუბები აქტიურად აკვირდებიან მოსკოვის "დინამოს" მცველ საბა საზონოვს, რა შეგიძლიათ თქვათ ამის შესახებ?

- ეს ხომ ის ფეხბურთელია, საქართველოს ნაკრებში რომ თამაშობს. პერსპექტიული მოთამაშეა და არ არის გასაკვირი, რომ ბევრი კლუბის ინტერესის სფეროშია. ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია არ გავიხსენო კახა კალაძე, რომელიც ჩვენს "მილანში" თამაშობდა და 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

ასევე, დღესდღეობით
იტალიაში ყველა აღფრთოვანებულია კიდევ ერთი ქართველის, კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშით. თუმცა პირველი ქართველი ვარსკვლავი სერია A-ში კალაძე იყო, რომელსაც როგორც ფეხბურთელს და როგორც ადამიანს, დიდ პატივს ვცემ.

- რუსული ფეხბურთი ახლა იზოლაციაშია. თქვენი აზრით, რამდენად აკვირდებიან რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს იტალიაში?

- რადგან საზონოვით დაინტერესდნენ, გამოდის, რომ აკვირდებიან. თუმცა საზონოვს დამატებით იმიტომაც აკვირდებიან, რომ მან საქართველოს ნაკრებში გაიბრწყინა. თუმცა, გარწმუნებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ყველა ცნობილი ფეხბურთელი ევროპაში კარგად იციან და მხედველობის არეში ჰყავთ - ყოველ შემთხვევაში, ლეგიონერები.
მკითხველის კომენტარები / 3 /
პოლიტიკანოს საზუის ეს გასაპარსი ხო არ არი
o o n
15:40 25-07-2023
11
მარტო ფეხბურთელს და ადამიანს, რავა როგორც პოლიტიკოსს არ ცემ ბუჯო პატივს?დდდ
ტტტ
14:51 25-07-2023
11

სიახლეები პოპულარული