როგორც იცით, "ფროზინონეს" შემტევმა გიორგი კვერნაძემ „მონტრაგონესთან“ გოლი გაიტანა და დაშავდა, შემდეგი ორი სპარინგი გამოტოვა, სალერნოელებთან კი ნახევარმცველ აბდულრაჰმან ჰარუის (სასუოლოდან იჯარით აიყვანეს) ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.
შემდეგ საკონტროლო შეხვედრას „ფროზინონე“ 5 აგვისტოს „კოზენცასთან“ ჩაატარებს.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“. 3 046 მაყურებელი
ფროზინონე - სალერნიტანა 1:1
გოლები: 1:0 ჯელი (78), 1:1 ვალენსია (86)