From Georgia to Georgia - საბა ლობჟანიძემ "ატლანტასთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე "ჰათაისპორიდან" ატალანტა იუნაიტედში" გადავიდა.

ამერიკულმა კლუბმა ლობჟანიძეს კონტრაქტი 2026 წლის სეზონის ბოლომდე გაუფორმა. "ჯორჯიიდან ჯორჯიაში - კეთილი იყოს შენი ატლანტაში მობრძანება, საბა", - წერს საიტი.

კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა და ტექნიკურმა დირექტორმა კარლოს ბოკანეგრამ (აშშ-ის ნაკრების მცველი იყო - 110 მატჩში 14 გოლი გაიტანა) განაცხადა, რომ ქართველს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაუკავშირდნენ, მათთან გადასვლა უნდოდა, გამოცდილი ფეხბურთელია, გუნდს ხარისხს შემატებს და საბას "იუნაიტედში" ადაპტაციას მოუთმენლად ელიან.

"ატლანტა" MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის.

ამერიკის ჩემპიონატი 20 აგვისტოს განახლდება - "ატლანტა" გასვლაზე "სიეტლს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან მაგარია თან მესის წინააღმდეგაც მოუწევს თამაში, საბა წარმატებები შენ!
გეგი
03 აგვისტო 2023 18:20
0
წარმატებები საბა!
gionat
03 აგვისტო 2023 10:24
0
მშვენიერი კონტრაქტი აქვს და საუკეთესო ქვეყანაში ითამაშებს, არ მგონია ინგლისიდან და ესპანეთიდან ახევდნენ კალთებს გრანდები.
semi
03 აგვისტო 2023 10:22
1
საუკეთესო ვარიანტია ევროპის გარეთ ყველას ჯობია. ჯერ მარტო ატმოსფეროთი იხევს სუყველას, თან ეხლა მესიც იქაა დაეხიენ სუყველა
coca-cola
03 აგვისტო 2023 08:39
0
წარმატებები... ატალანტა კი უფრო გაასწორებდა
???
03 აგვისტო 2023 07:38
0
წარმატებები საბას
მესის 17 სექტმბერს შეხვდება
Dati
03 აგვისტო 2023 01:38
0
800 000$ წელიწადში ხელფასი.
ოლივიე ჟიღუუ
03 აგვისტო 2023 01:12
2
იქ ცხოვრებაა კაი და არა ფეხბურთი
ოპელი
03 აგვისტო 2023 01:02
16
მართალი ხარ, ჭ კლასის ლიგაა, მხოლოდ ფულზე დახარბებულები მიდიან.
Gio
03 აგვისტო 2023 09:15
7
უცბაშად “ატალანტა” წავიკითხე და უზომოდ გამიხარდა…
ირაკლი
03 აგვისტო 2023 00:08
1
მაგარია გილოცაბ საბა
Gio
02 აგვისტო 2023 23:30
2

სიახლეები პოპულარული