From Georgia to Georgia - საბა ლობჟანიძემ "ატლანტასთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე "ჰათაისპორიდან" ატალანტა იუნაიტედში" გადავიდა.

ამერიკულმა კლუბმა ლობჟანიძეს კონტრაქტი 2026 წლის სეზონის ბოლომდე გაუფორმა. "ჯორჯიიდან ჯორჯიაში - კეთილი იყოს შენი ატლანტაში მობრძანება, საბა", - წერს საიტი.

კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა და ტექნიკურმა დირექტორმა კარლოს ბოკანეგრამ (აშშ-ის ნაკრების მცველი იყო - 110 მატჩში 14 გოლი გაიტანა) განაცხადა, რომ ქართველს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაუკავშირდნენ, მათთან გადასვლა უნდოდა, გამოცდილი ფეხბურთელია, გუნდს ხარისხს შემატებს და საბას "იუნაიტედში" ადაპტაციას მოუთმენლად ელიან.

"ატლანტა" MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის.

ამერიკის ჩემპიონატი 20 აგვისტოს განახლდება - "ატლანტა" გასვლაზე "სიეტლს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან მაგარია თან მესის წინააღმდეგაც მოუწევს თამაში, საბა წარმატებები შენ!
გეგი
18:20 03-08-2023
0
წარმატებები საბა!
gionat
10:24 03-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული