ბუდუ შეცვლაზე შევიდა და "კარლსრუე" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეორე ტურში ბუდუ ზივზივაძემ "კარლსრუეს" სახლში "ჰამბურგთან" ქულა მოუპოვა - 2:2.

ზივზივაძე ამჯერად მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა სასტარტოში არ დააყენა, მასპინძლები პირველ ტაიმში ფაბიან შლეუსენერმა დააწინაურა, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და წინ გავიდნენ. ბუდუ 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრა.

"კარლსრუეს" 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და შემდეგ მატჩს 11 აგვისტოს გასვლაზე თასზე "საარბრიუკენთან" ჩაატარებს.

კარლსრუე. "BBBank ვიდპარკი"
კარლსრუე - ჰამბურგი 2:2
გოლები: 1:0 შლეუსენერი (13), 1:1 ბენესი (61), 1:2 გლატცერი (65), 2:2 ზივზივაძე
(90+5)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ე ბიჭო,ეგრე რა...
22,23 გოლი და 7,8 საგოლეც გეყოფა უფრო მაღალი მიზნისთვის და ეს მომელოცოს სეზონის ბოლოს❤️
MARGALONA
18:19 06-08-2023
1
აბა რაააა!! გენაცვალეეე!!!
ირაკლი
18:07 06-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული