კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა - ოსიმენმა ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
დღეს "ნაპოლის" შეკრებაზე ხვიჩა კვარაცხელიამ ინდივიდუალურადაც ივარჯიშა და გუნდთან ერთადაც. ახალწვეულ ნატანთან კონტაქტის შემდეგ მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო ვიქტორ ოსიმენმა, რომელმაც ვარჯიში გუშინ განაახლა.

ოსიმენს ყინულის სახვევი დაადეს და მოედანი კოჭლობით დატოვა. ნეაპოლური მედია წერს, რომ ასეთი ტრავმის სრულად მორჩენას მაქსიმუმ 2-3 კვირა სჭირდება.

აგრეთვე მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო ამირ რაჰმანიმ. ჯერ მისი დაზიანების ხარისხი უცნობია.

"ნაპოლის" სამზადისისას ტრავმიანობა ხშირია, ამ დროს კი სეზონი მალე დაიწყება - 19 აგვისტოს ნეაპოლური გუნდი სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად "ფროზინონეს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ისეთი ტემპით მიდიან მგონი მარტო მწვრთნელი გავა პირველ თამაშში..
ალექს
19:01 08-08-2023
0
რა იყო შემოგზავნილი ხომ არაა ეგ ჩემისა ნატანი? ჯერ არ მოსულა ეგრევე საუკეთესო ბომბარდირს დაეტაკა, მაიტა ჩვენ ბავშვს მოერიდე , თორე ნეაპოლი არც ისე შორსაა, აგერ ჩემი მეზობელი გოგია რამის ყოველ შაფათ - კვირას სელფებ მიგზავნის, ისეთი ბიჭია არ დამზარდება , შთაგაგონებს ...
გ.შ.
18:50 08-08-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული