გოჩოლეიშვილმა ორი საგოლე პასი გააკეთა - "შახტარმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის პრემიერლიგის მესამე ტურში თავი „შახტარის“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი გოჩოლეიშვილმა გამოიჩინა.

„ოლეკსანდრიასთან“ მოგებულ მატჩში (2:1) გოჩოლეიშვილმა შუცვლელად ითამაშა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა - ჯერ დანილო სიკანს გაატანინა, შემდეგ კი ლასანა ტრაორეს. ორივემ მეტოქის კარი თავით დალაშქრა.

„შახტარს“ 7 ქულა აქვს და 20 აგვისტოს კრივოი როგში „კრივბასს“ დაუპირისპირდება.

კიევი. „ლევი ბერეგი“
შახტარი - ოლეკსანდრია 2:1
გოლები: 1:0 სიკანი (8), 2:0 ტრაორე (31), 2:1 სკორკო (60)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩემპიონთა ლიგაზეც იმედია კარგად წარმოაჩენენ თავს გიოც და აზაროვიც და მომავალ სეზონში კარგ გუნდში ვიხილავთ ორივეს.ახალგაზრდული ევროპის შემდეგ დაკვირვების ქვეშ იქნებიან ორივე და ეს სეზონი კარგად უნდა ჩაამთავრონ ინდივიდუალურად.
მეზღვაური
21:43 14-08-2023
0
ყოჩაღ! მეორე გოლი შეიძლება ითქვას, რომ თვითონ შექმნა!
ქომაგი
01:34 15-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული