ივა გელაშვილი კარიერას იტალიურ "სპეციაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ივა გელაშვილი კარიერას "სპეციაში" გააგრძელებს.

22 წლის ქართველი მცველი იტალიაში 18 აგვისტოს ჩაფრინდება, 19 აგვისტოს სამედიცინო  შემოწმებას გაივლის.

რაც შეეხება კონტრაქტს, 1-წლიანი იჯარის შემდეგ იტალიურ გუნდს გამოსყიდვა შეეძლება 1+3-წლიანი სისტემით.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ვეთანხმები წინა კომენტარს!21 წლამდელთა ჩემპიონატზე სამივე ჯგუფურ თამაშს ვუყურე სტადიონზე და გელაშვილის მოქმედებები იყო უნაკლო,არც საზონოვი და კალანდაძე იყვნენ ჯაბანნი,მაგრამ ივამ საოცრად ასუფთავა მეტოქეების ჩაწოდებები და საჯირომში შეჭრის მცდელობები,ბურთის ამოტანაში კი მართლაც საუკეთესო იყო.საზონოვს ფიზიკური მონაცემები აშკარად უკეთესი აქვს,მაგრამ თამაშის წაკითხვის კუთხით ივა უფრო ეფექტურია და წინ პასიც უკეთესი იცის.წარმატებები ივას იტალიაში,მნერა,რომ დაცვითი ფეხბურთის მექაში კიდევ უფრო დაიხვეწება
ივას ქომაგი
13:54 16-08-2023
1
არაფერი მაქვს საზონოვის საწინააღმდეგო, მაგრამ მე რასაც ვუყურე, გელაშვილს ამოჰქონდა თითქმის ყველა ბურთი და ზუსტ პასებსაც ის აკეთებდა, საზონოვის ზუსტი გრძელი პასი მე არ მინახავს ამ ჩემპიონატზე, არაზუსტი და უმისამართო კი, უამრავი. ჩემი აზრით გელაშვილი გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე საზონოვი.
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული