ჯუღელმა ძაკარდოსთან ერთად ივახშმა და კვარაცხელიას ხელფასზე დაელაპარაკა - ცნობილია, რა სთხოვა დე ლაურენტისმა ხვიჩას აგენტს

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, მამუკა ჯუღელმა და ჩვენებურის "პარტენოპეიში" ტრანსფერის შუამავალმა კრისტიან ძაკარდომ რამდენიმე დღის წინ ერთად ივახშმეს, სადაც ხვიჩასთვის ხელფასის გაზრდის შესახებ იმსჯელეს.

როგორც იწერება, დე ლაურენტისმა ჯუღელს სთხოვა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოიცადონ და კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხები დროებით აღარ განიხილონ.

ახლა მოლაპარაკების მთავარი თემა ქართველის ხელფასია, რომელიც ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებს და ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას.

დე ლაურენტისი აპირებს კვარაცხელია უკმაყოფილო არ დატოვოს და მისი
ანაზღაურება 3.5 მილიონ ევრომდე გაზარდოს, ამას ასევე დაემატება ბონუსები. კონტრაქტში არ იქნება გაწერილი თანხა, რომლის გადახდაც სხვა კლუბს მოუწევს, თუ კვარაცხელიას შეძენას გადაწყვეტს. 

შეგახსენებთ, რომ კუნთის გადაღლილობის გამო ხვიჩა იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას გასვლაზე "ფროზინონესთან" გამოტოვებს. 

altკვარაცხელია "ფროზინონესთან" მატჩს გამოტოვებს

მკითხველის კომენტარები / 36 /
სიმართლე- ხვიჩაც ჩაიხრჩობოდა რუსეთის ჩემპიონატში ამ ჯუღელის ხელში. მხოლოდ რუსეთ უკრაინის ომის გამო მოხდა, რომ ის ახლა იტალიის ჩემოინატშია.
irakli
18 აგვისტო 2023 15:52
11
რო ვიძახი "გაზიკის შოფერს" უფრო ჰგავს ვიდრე საფეხბურთო აგენტსო დისლაიკებს მაყრიან, ოღონდ არ იფიქროთ რომ მძღოლს ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ ამის არაპროფესიონალიზმს ვუსვავ ხაზს, არასწორად დადებულ კონტრაქტის გამო დგას და ემუდარება ეხლა მაფიოზ ლაურენტისს ბიჭს ხელფასი იქნებ მოუმატოთო, ის კი არ იცის რომ იტალია საქართველო არ არის, რაც უწერია კონტრაქტში ისე იქნება მანამ სანამ ახალს არ გაუფორმებენ და არც გამოსასყიდს ჩავწერო, ფაქტიურად რომ მოინდომოს ლაურენტისმა 2027-მდე "კაპიკებზე" არბენინებს ხვიჩას
მამუკა
19 აგვისტო 2023 00:09
2
დამისახელე უკეთესი ქართველი აგენტი რომელმაც ასე თუ ისე ფეხბურთელთა ჯგუფი ტოპ ლიგაში მოაწყო და კიდევ რა უბედურებაა ადამიანის ვიზუალზე ყურადღრების გამახვილება.
გიორგი
19 აგვისტო 2023 12:22
3
ხვიჩა ნაპოლში რომ გადავიდა ეგ ჯუღელის დამსახურებააა??? ან ეხლა მაგის სასირცხვილო კონტრაქტი, რაც აქვს ეგ ჯუღელს პლიუს უწერს?! ეს რა დამოკიდებულებაა, ხვიჩა ოქროს საბადოსავითააა, რომლის 80%-ით დე ლაურენტისი სარგებლობს!!!
გიორგი -ის
19 აგვისტო 2023 18:59
0
ორი ღრუზინი და ევროპელი აი რა მანძილია ცივილიზებულ სამყარომდე ვიზუალზე შეხედეთ
თემო
19 აგვისტო 2023 01:38
4
Ქართული ფეხბურთის ავთვისებიანი სიმსიმვნეა ეს ჯუღელი და ბერიძეც ჩაითრია.
ბაბუაწვერა
18 აგვისტო 2023 19:19
10
მარჯვნივ რომ ცეხავიკები დგანან კვარას აგენტები არიან?
ჩელენჯერი
19 აგვისტო 2023 10:16
2
მაგრად გამაცინე
გიორგი
19 აგვისტო 2023 17:32
0
Ევროპელი ადამიანი მეხაშესთან და მებუფეტესთან ერთად .სერიიდან რა ქვეყანა დაანგრიეს
თემო
19 აგვისტო 2023 04:54
4
უვახშმია კი არა, როგორც კახელები ამბობენ გამძღარა ჯუღელი და ამას რა მოლაპარაკება უნდა მოსთხოვო, დასაძინებლად პირდაპირ ლოგინშია გასამწესებელი.
კახელი მიხო
19 აგვისტო 2023 02:24
2
კალვერა და მისი ბანდა:)))
სიმართლე!!
18 აგვისტო 2023 22:29
0
"დე ლაურენტისმა ჯუღელს სთხოვა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოიცადონ ", რომ მერე ვერსად ვერ წავიდნენ! გაიძვერაა პრეზიდენტი
გია
18 აგვისტო 2023 17:24
5
ელემენტარული, ისედაც ვერ წავა თუ არ გაყიდა
toti
18 აგვისტო 2023 19:36
1
ოოოოოჰ! ისიცა სთქვით მაგ ვახშამზედ რა ხეთქეს და ისხეს?
პროვიზორი
18 აგვისტო 2023 19:31
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული