ჯუღელმა ძაკარდოსთან ერთად ივახშმა და კვარაცხელიას ხელფასზე დაელაპარაკა - ცნობილია, რა სთხოვა დე ლაურენტისმა ხვიჩას აგენტს

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, მამუკა ჯუღელმა და ჩვენებურის "პარტენოპეიში" ტრანსფერის შუამავალმა კრისტიან ძაკარდომ რამდენიმე დღის წინ ერთად ივახშმეს, სადაც ხვიჩასთვის ხელფასის გაზრდის შესახებ იმსჯელეს.

როგორც იწერება, დე ლაურენტისმა ჯუღელს სთხოვა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოიცადონ და კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხები დროებით აღარ განიხილონ.

ახლა მოლაპარაკების მთავარი თემა ქართველის ხელფასია, რომელიც ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებს და ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას.

დე ლაურენტისი აპირებს კვარაცხელია უკმაყოფილო არ დატოვოს და მისი
ანაზღაურება 3.5 მილიონ ევრომდე გაზარდოს, ამას ასევე დაემატება ბონუსები. კონტრაქტში არ იქნება გაწერილი თანხა, რომლის გადახდაც სხვა კლუბს მოუწევს, თუ კვარაცხელიას შეძენას გადაწყვეტს. 

შეგახსენებთ, რომ კუნთის გადაღლილობის გამო ხვიჩა იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას გასვლაზე "ფროზინონესთან" გამოტოვებს. 

altკვარაცხელია "ფროზინონესთან" მატჩს გამოტოვებს

მკითხველის კომენტარები / 36 /
ხვიჩა ერთერთი პირველია სერია ა ში და ხელფასი ალბათ მეასე ფეხბურთლის აქვს-არასამართლიანია, მაგრამ მომავალი წინ აქვს , ხელფასიც ექნება დიდი, მთავარია გააგრძელოს და მოუმატოს კიდევ
ბათუმი
19 აგვისტო 2023 16:39
0
Gaanebet xvichas tavi vai eqspertebo rac gaaketa istoriashi shevida
Jia
20 აგვისტო 2023 12:02
1
რატომ იყო დაღლილი კვარაცხელია ივნისში,რატომაა დაღლილი აგვისტოში და რით აღარ დაიღალა მესი 36წლის, ბუსკეტსი 35წლის,ხორდი ალბა 34 წლის.მთელი წელია რო დარბიან და დღესაც 90 წუთი რო ითამაშეს
საბა
20 აგვისტო 2023 08:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული