მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველ ტურში "ფროსინონესთან" ვერ ითამაშებს. ქართველ ფეხბურთელს კუნთის გადაღლილობა აწუხებს.
"კვარაცხელიას სამედიცინო სურათში არაფერი ჩანს, თუმცა ამბობს, რომ თავს ვერ გრძნობს კარგად" - განაცხადა რუდი გარსიამ და დაადასტურა, რომ ქართველი ფროზინონესთან პირველ ტურში ვერ ითამაშებს.
Geo Team სპორტულ ტრავმატოლოგს, მერაბ ვარძუკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ არაა აუცილებელი სპორტსმენს აწუხებდეს ტკივილი, მაგრამ ის ვერ იყოს სათანადო ფორმაში და გრძნობდეს, რომ სხეული არ აძლევს შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას.
"მსგავსი სიტუაცია შესაძლოა საჭიროებდეს მხოლოდ 2 დღეს დასასვენებლად, რათა
მოუმზადებელი კუნთი არ გაწყდეს ან არ მივიღოთ უფრო ცუდი შედეგი. მაღალი დონის პროფესიონალი სპორტსმენები საკუთარ სხეულს მაღალ დონეზე ფლობენ და იციან, რა მდგომარეობაში აქვთ კუნთის მზადყოფნა თითოეული თამაშის წინ" - გვითხრა მერაბ ვარძუკაშვილმა.
Geo Team-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა უმნიშვნელოა და მე-2 ტურის მატჩში სასუოლოს წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.
აღნიშნული შეხვედრა დღეს, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.
წყარო: Geo Team
მაღალი დონის სპორტსმენს, მაღალი დონის გულშემატკივარი სჭირდება და არა ეს მაგინებელი მასა, რაც აქაა ჩაყრილი.
ნაპოლის ოფიციალურ ტიკტოკზე შევედი. სულ კვარას ვიდეოები უდევთ, როგორ აფასებენ და როგორ უყვართ. იქ ქართული კომენტარები ვნახე, ჯობდა არ მენახა.
მაგრამ ძირითადად ის გამოქვაბულის კომენტარები ლათინური შრიფტით ეწერა, კიდე კაი ვერ თარგმნიან იმას.
ქართული კლავიატურაზე არ აქვთ ჯერ წვდომა, "კნოპკებიანი" ტელეფონებით წერენ ალბათ პირდაპირ გამოქვაბულიდან.
"Fenomeni arais kide"
"Arsad dagekargot"
"Daitvalet awi ramden gols gaitans"
და მაგსვეი დებილობები.
რათქმაუნდა უზრდელ კომენტარებს ვერ გავიმეორებ.
გული მოგიკვდება ისეთ დღეშია ხალხი. თითქოს ერთი წიგნიც არ გადაუშლიათ ცხოვრებაში.
არავინაა ვალდებულებილი ნაკითხი იყოს მაგრამ როცა ამას საჯაროდ გამოხატავ მერე ისჯები და თავს ირცხვენ.
გაუნათლებლობა ყოველთვის ისჯება დაცინვით :)))