მასპინძლები დებიუტში პენალტით ჰარუიმ დააწინაურა, რასაც სტუმართა შეტევები და პოლიტანოს და ოსიმენის ჩათვლილი და რასპადორის თამაშგარეს გამო არჩათვლილი გოლები მოჰყვა. უპირატესობას „ნაპოლი“ ფლობდა, თუმცა „ფროზინონე“ ჩემპიონს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, როდესაც საჯარიმოდან ბაესის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
67-ე წუთზე შევიდა ფროზინონელთა გუნდში გიორგი კვერნაძე. მერე ოსიმენი მეკარე ტურატისთან პირისპირ გავიდა, დუბლი შეასრულა და სიმეონეთი შეცვალეს.
26 აგვისტოს „ფროზინონე“ „ატალანტას“, ხოლო 27 აგვისტოს „ნაპოლი“ „სასუოლოს“ უმასპინძლებს.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - ნაპოლი 1:3
გოლები: 1:0 ჰარუი (7, პენ), 1:1 პოლიტანო (24), 1:2 ოსიმენი (42), 1:3 ოსიმენი (79)