კვერნაძის დებიუტი სერია A-ში - "ნაპოლიმ" "ფროზინონეს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს პირველ ტურში „ნაპოლიმ“, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე „ფროზინონე“ 3:1 დაამარცხა.

მასპინძლები დებიუტში პენალტით ჰარუიმ დააწინაურა, რასაც სტუმართა შეტევები და პოლიტანოს და ოსიმენის ჩათვლილი და რასპადორის თამაშგარეს გამო არჩათვლილი გოლები მოჰყვა. უპირატესობას „ნაპოლი“ ფლობდა, თუმცა „ფროზინონე“ ჩემპიონს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, როდესაც საჯარიმოდან ბაესის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

Sportall.Ge

67-ე წუთზე შევიდა ფროზინონელთა გუნდში გიორგი კვერნაძე. მერე ოსიმენი მეკარე ტურატისთან პირისპირ გავიდა, დუბლი შეასრულა და სიმეონეთი შეცვალეს.

26 აგვისტოს „ფროზინონე“ „ატალანტას“, ხოლო 27 აგვისტოს „ნაპოლი“
„სასუოლოს“ უმასპინძლებს.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - ნაპოლი 1:3
გოლები: 1:0 ჰარუი (7, პენ), 1:1 პოლიტანო (24), 1:2 ოსიმენი (42), 1:3 ოსიმენი (79)

მკითხველის კომენტარები / 23 /
კვერნას ვულოცავ პირველ თამაშს სერია ა ში! გასაოცარია, გუშინ ბათუმში არ ათამაშებდნენ და დღეს იტალიის ჩემპიონთან ბოლო 30 წუთს თამაშობს და თან მსოფლიოს ერთ ერთ უძლიერეს ლიგაში!
მჯერა რომ მისი ნიჭის პატრონს, დიდი წარმატება ელის! არასდროს არაფრით არ უნდა დაკმაყოფილდეს, მთავარია შრომა შრომა და მხოლოდ შრომა !

ჩემი მოკრძალებული აზრით, მინიმუმ 1-2 წელი დასჭირდება რომ სტაბილურად, ყოველ თამაშში, ქმნიდეს განსხვავებას და 15 გოლზე ავიდეს, იმედია ვცდები და უფრო მალე მოხდება.

გაიხსენეთ კვარა, რუბინში 2019 და 2020 და ახლა, რამხელა განსხვავებაა ! ( სერია ა კი რუსეთის პრემიერლიგას 1000ჯერ ჯობს)

უბრალოდ ჩვენ, ხშირად უაზრო, ზეამბიციური და არა რეალური მოთხოვნები გვაქვს და ჩვენ დაუყონებლივი წარმატება გვესაჭიროება. რაც საშინლად არასწორია! აცადეთ ბიჭს თამაში ! პატარაა , უცხო ქვეყანაში და გარემოში მოხვდა, ენა არ იცის, გამოცდილება რომ აკლია , ნერვიულობს! ხოდა დავუდგეთ გვერძე ერთად და გავამხნევოთ!

კვერნა მე შენი მჯერა !
გგ
23:44 19-08-2023
2
რას ვთხოვთ?
1. ჯერ ოცი წლისაა.
2. პირველი თამაშია და ადაპტაციისათვის რაღაც ოციოდე წუთი მიეცა
3. არანაირი გამოცდილება ბიჭს ამ დონეზე თამაშის კი არადა საერთოდ მეტნაკლებად მნიშვნელოვან თამაშებისა არ აქვს. ახალგაზრდულ ნაკრებშიც კი არ უთამაშია.
ნიჭი ეტყობა. ვინც ვერ შეატყო, მისი პრობლემაა. ბევრი შრომა, ხასიათის სიმტკიცე და ტრამვების არიდება და დიდ ფეხბურთს ითამაშებს. წარმატებები!
არტ
23:00 19-08-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული