კვარაცხელიას ხელფასი მინიმუმ 5 მილიონი ევრო გახდება? - რას წერს იტალიური გამოცემა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა IL MATTINO "ნაპოლისთან" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქართველის წარმომადგენლებმა ხელფასის სახით შესაძლოა, მინიმუმ 5 მილიონი ევრო მოითხოვონ.

"ვიქტორ ოსიმენი არ არის ერთადერთი დიდი ფეხბურთელი "ნაპოლიში", რომელიც კონტრაქტის განახლებას და ხელფასის ზრდას ელოდება.

IL MATTINO-ს თანახმად, ხვიჩა კვარცხელიამაც შეიძლება მალე განაახლოს კონტრაქტი და მნიშვნელოვნად გაზრდილი ხელფასი მიიღოს.

ბუნებრივი იქნება, თუ ქართველი და მისი წარმომადგენლები, სულ მცირე, 5 მილიონ ევროს მოითხოვენ წელიწადში. გასულ სეზონში მაგარი თამაშის შემდეგ სრულიად მოსალოდნელი იყო რომ მისი კონტრაქტი გადაიხედებოდა", - წერს
გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
მე როგოც მესმის ეს პროცესი ხვიჩას კი არ მოუთხოვია მომიმატეო! საქმე იმაშია რომ ლაურენტისი ევაჭრება 2,5 დოლარს მოგცემ და ხელშეკრულება გადავწეროტ სადაც გამოსასყიდს 120 მლნს ჩავწერთ, ხვიჩას მხარე თანახმა ხელშეკრულების გადაწერას თუ ხელფას 6 მლნ დაუნიშნავენ, თუ არადა 1წელი ითამაშებს ამ ხელფასით კლუბის სასირცხვილოდ და მერე წავა კიმივით, მოქმედი ხელშეკრულებით ხვიჩას გამოსაყიდი ტანხა მგონი 25 მლნიც არ არის
რობი
17:36 22-08-2023
0
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს 5 მილიონზე ნაკლებს ! არ გადაუხდიან და მერე უნდა მოითხოვოს რომ გაყიდონ სხვაგან !
zura222
14:15 22-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული