"უდინეზეს" სპორტულმა დირექტორმა საბა საზონოვის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
რუსულმა პრესამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერია A-ს ბინადარმა "უდინეზემ" მოსკოვის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა და ქართველი მცველის, საბა საზონოვის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო შესთავაზა.

მოგვიანებით sport24-მა იტალიური კლუბის სპორტული დირექტორის, ფედერიკო ბალზარეტის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ის ჩვენებურის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ამბობს:

"საზონოვი არის ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ხანია ვაკვირდებით, მაგრამ ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ გაგვიკეთებია.

ვმუშაობთ რამდენიმე ფეხბურთელზე, რომლებიც ჩვენს სიაში არიან და ერთ-ერთი ასეთი საბა საზონოვია", - თქვა ბალზარეტიმ.

altოფიციალური შეთავაზება გაკეთდა - სერია A-ს კლუბი საზონოვის სანაცვლოდ 2

მილიონს იხდის
მკითხველის კომენტარები / 2 /
გეოგრაფიას გვასწავლით? ჯერ ლიონიო მერე თურქეთიო არ უნდა თურქეთიო 2 დღეში გაჩნდა ცნობა თითქოს გადასული იყოვო თურქულ კლუბში ახლა უდინე რახან შეგიძლიათ თქვათ ჩვენი რა ბრალია თუ არ მოხდა კონტრაქტის გაფორმებაო ამიტომ ყვრლა კლუბს უნდა დააკავშიროთ ფაქტების გარეშე?
ნოდო
20:50 24-08-2023
12

სიახლეები პოპულარული