ოფიციალური შეთავაზება გაკეთდა - სერია A-ს კლუბი საზონოვის სანაცვლოდ 2 მილიონს იხდის

AutoSharing Option
რუსული "სპორტ ექსპრესის" ინფორმაციით, სერია A-ს ბინადარმა "უდინეზემ" მოსკოვის "დინამოს" საბა საზონოვის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.

იტალიელები მზად არიან, ქართველი მცველის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო გაიღონ. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას უახლოეს დღეებში ზაგრების "დინამოც" გეგმავს.

ადრე დაიწერა, რომ საზონოვით ლიგა 1-ის ბინადარი "ლიონი" იყო დაინტერესებული და დიდი ალბათობით, ჩვენებურს შეიძენდა, შემდეგ კი ბელგიაში გაანათხოვრებდა, რაც არ დადასტურდა.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირაა დარჩენილი და ქართველსაც გუნდის გამოსაცვლელად ეს პერიოდი აქვს დარჩენილი.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ხვიჩას მოეშვით უმადურებო. ნამდვილად ხვიჩას დამსახურებაა პირველ რიგში!!!ამ უბრალო ქართველის დამსახურებაა რომ ბილეთს ვეღარ ვყიდულობთ !!! მოტივაცია მისცა ახალგაზრდებს,რომ თუ მოვინდომებთ ყველაფერი შესაძლებელია!
აცადეთ კაცს ცხოვრება და განვითარება!!!
ნაკლები ბოღმა და მეტი სიყვარულია საჭირო ქართველებო, ძმებო.
ყველა გულ-ანთებულ ქართველს წარმატება...

დავითი
11:08 27-08-2023
0
წავა რათქმაუნდა, მაგიტომაც არის ეს საქართველოს ნაკრებში მსგავსი შესაძლებლობა რომ ქონოდა, თორემ 23 წლამდეც იწვევდნენ და რუსეთს ელოდებოდა.
ვვვ
15:38 25-08-2023
2

სიახლეები პოპულარული