ახალი სვლები ხვიჩასთვის და გავრცელებული ცრუ ინფორმაცია

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ "ნაპოლის" მწვრთნელს, რუდი გარსიას, უნდა ხვიჩა კვარაცხელია მეტოქეთათვის კიდევ უფრო სახიფათო გახდეს და ამისათვის მის ახალ სვლებზე ფიქრობს.

გამოცემის მტკიცებით, ფრანგი სპეციალისტი კვარაცხელიას შეტევაში უფრო წინ წასწევს, რითაც ეფექტურობა მოიმატებს, შედეგიანობის პროცენტიც, რადგან თუ კალათბურთის ტერმინს გამოვიყენებთ, პერიმეტრიდან ზუსტად გასროლა ეხერხება. ამასთან, რა თქმა უნდა, ქართველის შემოქმედებით მხარესა და ფანტაზიას ზიანი არ უნდა მიადგეს. რუდი გარსია დარწმუნებულია, რომ ქართველს გაცილებით მეტი გოლის გატანა შეუძლია.

"გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "კვარა" სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს და კიდევ 1
მილიონს ბონუსების სახით ითხოვს. ჟურნალისტი კარლო ალვინო "ტვიტერზე" აღნიშნავს, რომ ქართველის კუნთის ტრავმების გამო კონტრაქტის გაგრძელების საკითხი ჯერ ვერ მოგვარდა, ფორმირების პროცესშია, გავრცელებული ინფორმაცია მოთხოვნილი თანხის თაობაზე სიცრუეა, რამდენადაც მხარეებს ჯერ მოლაპარაკება არც დაუწყიათ, თუმცა მზადყოფნა არსებობს და "ნაპოლისა" და ხვიჩას გარემოცვას შორის არავითარ პრობლემას არ აქვს ადგილი.

მკითხველის კომენტარები / 14 /
დააკვირდით ტექსტის შინაარსს: "კუნთის ტრავმების გამო კონტრაქტის გაგრძელების საკიხი ჯერ ვერ მოგვარდა", ანუ თუ ტრავმა ვერ მოირჩინა ძველი კონტრაქტი რჩება ძალაში? აი ამიტომ ხვიჩა არ უნდა გამოვიდეს სათამაშოდ - სანამ კონტრაქტი არ გაგრძელდება!!! ბოდიში მეტოტალიზატორებთან - მოცდა მოგიწევთ.
ვაჟა მასწ.
02:10 25-08-2023
6
მისი მაღალი კლასის მიუხედევათ, ბოლო-ბოლო გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, დღევანდელი გადმოსახედიდან ლამის კაპიკებს უხდიან და ისიც ვერ მოგვარდა???
giorgi 3
04:36 25-08-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული