ხვიჩა შევიდა და დი ლორენცოს გაატანინა - "ნაპოლიმ" კვლავ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლო“ 2:0 დაამარცხა.

მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, პოლიტანო საჯარიმოში წააქციეს, რაც მსაჯმა ვერ შეამჩნია, მაგრამ VAR-მა პენალტი დანიშნა და ოსიმენმა გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლოპესის გაძევების გამო სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ. შემდეგ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ხელზე „სასუოლოს“ ფეხბურთელს მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კი რასპადორიმ ვერ გამოიყენა. 61-ე წუთზე შეცვლაზე კვარაცხელია შევიდა, მაშინვე დი ლორენცო მეკარეს პირისპირ შეჰყარა და კაპიტანმა ანგარიში გაზარდა. ქართველი ძალიან ლაღად თამაშობდა, აშკარაა, ფორმას
იბრუნებს და იმედია, ისევ მრავალჯერ გაგვახარებს.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და 2 სექტემბერს „ლაციოს“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - სასუოლო 2:0
გოლები: 1:0 ოსიმენი (16, პენ), 2:0 დი ლორენცო (64)
გაძევება: ლოპესი (52, სასუოლო)
გამოუყენებელი პენალტი: რასპადორი (60)


მკითხველის კომენტარები / 38 /
ვისაც გაგვიხარდა ,ღმერთმა გაგვახაროს
გ.შ.
00:52 28-08-2023
2
ვულოცავ ხვიჩას და მთელ საქართველოს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! ღვთისმშობლის კალთა გვფარავდეს❤️
გულშემატკივარი
01:00 28-08-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული