რუდი გარსია: ასე კვარაცხელია უფრო არაპროგნოზირებადი გახდება

AutoSharing Option
"სასუოლოსთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა:

"ოსიმენმა მოედანი უკმაყოფილომ დატოვა? ის მართალია. მიზანი მარტო მოგება როდია: კარგად ვთამაშობდით, გოლის გატანას ვერ ვახერხებდით, შეტევაში მეტი აქტიურობა მოგვეთხოვებოდა. მეტი გოლის გასატანად კარში უფრო ხშირად დარტყმაა საჭირო. ძალიან არაზუსტად ვურტყამდით. 30-დან 45-ე წუთამდე ბურთი მეტოქეს დავუთმეთ. გული დამწყდა რასპადორის გამო, ბურთი ძელს გაარტყა, პენალტი ვერ გამოიყენა. ეს ყველას შეიძლება დაემართოს. მას თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება ოსიმენმა მისცა. ეს კარგი ჟესტი იყო.

რასპადორის როლი ისეთივეა, როგორიც კვარაცხელიასი? რასპადორის შეუძლია თავდამსხმელთა ტრიოს
უკან ითამაშოს. მას ბევრი რამ შეუძლია, დარწმუნებული ვარ, ბევრ გოლს გაიტანს და ბევრ საგოლე გადაცემას გააკეთებს. მისი გამოყენება აუცილებელია, ვინაიდან გუნდისთვის სასარგებლოდ მოქმედებს. კვარაცხელიას ძალიან წყვეტილი მოსამზადებელი ციკლი ჰქონდა, 12 დღე გაუცდა, 5 კვირიდან მხოლოდ 2 კვირა შეძლო ვარჯიში. დღეს სჯობდა მაშინ შემეყვანა მოედანზე, როდესაც მეტოქე დაღლილი იქნებოდა.

ექნებათ თუ არა რასპადორისა და კვარაცხელიას უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალება? რასპადორის არ შეუძლია ფლანგზე დარჩეს, ცენტრში შეწევა და ოსიმენის გვერდით თამაში მართებს. "კვარამაც" მეურვე გაურკვევლობაში უნდა დატოვოს, ბურთით თავისუფალ ზონაში შეაღწიოს, ხაზებს შორის შესვლა სჭირდება. ასე ტაქტიკური თვალსაზრისით გაცილებით არაპროგნოზირებადი ხდება.

ნატანს ჩვენს ფეხბურთთან ადაპტაციისთვის და ენის შესასწავლად დრო სჭირდება. ნაკლებად მორიდებული გახდა. ჟუან ჟეზუსსა და ესტეგარდს შორის არჩევანი უფრო გამოცდილზე გავაკეთე. მან პირველი ორი შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
რუდი-კჯან,კვარას ძირითადიდან ამოგდება არ გამოგივა არაფრით.მისი ხასიათი ბევრმა არ იცის და ის ძაან ამბიციურია...მოითმენს ჯერ მაგრამ თუ საჭირო გახდა იფეთქებს და ფეხებზე დაიკიდებს გარსიასაც და წუწურაქ ლაურენტისსაც.
მირო
13:50 29-08-2023
0
რას ბოდიალებს ეს კაცი. რასპადორის ადგილი საერთოდ სად არის ძირითად შემადგენლობაში.
ქუთაისი
11:03 28-08-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული