ხვიჩა შევიდა და დი ლორენცოს გაატანინა - "ნაპოლიმ" კვლავ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლო“ 2:0 დაამარცხა.

მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, პოლიტანო საჯარიმოში წააქციეს, რაც მსაჯმა ვერ შეამჩნია, მაგრამ VAR-მა პენალტი დანიშნა და ოსიმენმა გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლოპესის გაძევების გამო სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ. შემდეგ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ხელზე „სასუოლოს“ ფეხბურთელს მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კი რასპადორიმ ვერ გამოიყენა. 61-ე წუთზე შეცვლაზე კვარაცხელია შევიდა, მაშინვე დი ლორენცო მეკარეს პირისპირ შეჰყარა და კაპიტანმა ანგარიში გაზარდა. ქართველი ძალიან ლაღად თამაშობდა, აშკარაა, ფორმას
იბრუნებს და იმედია, ისევ მრავალჯერ გაგვახარებს.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და 2 სექტემბერს „ლაციოს“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - სასუოლო 2:0
გოლები: 1:0 ოსიმენი (16, პენ), 2:0 დი ლორენცო (64)
გაძევება: ლოპესი (52, სასუოლო)
გამოუყენებელი პენალტი: რასპადორი (60)


მკითხველის კომენტარები / 38 /
ეს კომენტატორია "რუსსსიი" და სანაიაა ქართველი ? ))))))
გ.შ.
19:47 30-08-2023
1
ვინც ვერ ხედავს რამხელა უპირეტესობას ქმნის ხვიჩა უბრალოდ მოედანზე არსებობის ფაქტით იმ უბრალო ფაქტიდან გამომდინარე რომ შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს თამაშის გაგრძელების ვარიანტების არა მარტო დანხვის არამედ ძალიან მაღალი პროცენტით უზადოდ განხორციელების ეს მისი გონებრივი შესაძლებლობის პრობლემაა პირველ რიგში, არა ხვიჩასი. ძალიან დიდი კატრიერუყლი მომავალი გაქვს ხვიჩა, იღბალი შენსკენ!
გიორგი
15:46 28-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული