ოფიციალურად: გიორგი მიქაუტაძე "აიაქსის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"აიაქსმა" ოფიციალურად გვაუწყა, რომ "მეციდან" საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შეიძინა და მას კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამსტერდამელებს ჩვენებურის შეძენა 16 მილიონი ევრო დაუჯდათ, რასაც 3 მილიონი ევრო ბონუსების სახით დაემატება.

მიქაუტაძე გიორგი ქინქლაძისა და შოთა არველაძის შემდეგ გახდა მესამე ქართველი ფეხბურთელი, რომელიც "აიაქსის" რიგებში ითამაშებს.

ამსტერდამელებს ხვალ ევროპის ლიგის პლეი-ოფში "ლუდოგორეცთან" განმეორებითი მატჩი ელით, სადაც გიორგი, დიდი ალბათობით, ჯერ არ იქნება და სავარაუდოდ, მისი დებიუტი 3 სექტემბერს "სიტარდთან" საშინაო ჩემპიონატის მატჩში შედგება.

ის ნიდერლანდურ გუნდში მე-19 ნომრით იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
შენ გენაცვალე გიო❤️
Dimo
02:21 31-08-2023
0
ახლა ვნახე, რომ ტოტენჰემს უნდოდა და ჩემი აზრით უნდა წასულიყო იქ. ეს რა თქმა უნდა, არ ცვლის ფაქტს რომ აიაქსში გადასვლა ძალიან მაგარი ამაბავია და უდიდესი წინსვლაა. დარწმუნებული ვარ, შემდეგ სეზონში გრანდში ითამაშებს. მაგრამ ტოტენჰემში ჰარი კეინის ნაცვლად მაგრად ჩაჯდებოდა. რიშარლისონს გოლები ვერ გააქვს მაგ პოზიციაზე და ეს იმინა ააწიოკებდა პრემიერ ლიგას. მარა, არაუშავს, შემდეგ სეზონში უეჭველი ჩემპიონობის ამბიციის მქონე გუნდში ვიხილავთ. მინიმუმ არსენალში.
karoche
01:52 31-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული