ჯუღელი იტალიაშია და დე ლაურენტისთან შეხვედრას ელის - "ნაპოლის" პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ხელფასსა და კვარაცხელიას აგენტის მოთხოვნილს შორის დიდი სხვაობაა

AutoSharing Option
იტალიური Corriere dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ წერს.

როგორც ირკვევა, ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში იმყოფება და უახლოეს დღეებში "პარტენოპეის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება.

"მას შემდეგ, რაც ხვიჩამ "სასუოლოსთან" მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა, ის "ლაციოსთან" სერია A-ს შემდეგ ტურში ძირითად შემადგენლობაში იქნება. ამასობაში მისი აგენტი ერთი კვირაა ნეაპოლშია და აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრას ელოდება, რათა კონტრაქტის განახლების დეტალები გაიაროს.

გუშინ მას საშუალება ჰქონდა, დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრა კრისტიან ძაკარდოსთან, რომელმაც თავის დროზე კრისტიანო ჯუნტოლის ქართველის შეძენა
ურჩია.

დე ლაურენტისი მზადაა, ხელფასი 2.5 მილიონ ევრომდე გაზარდოს, მაგრამ აგენტის სურვილია, ანაზღაურების რაოდენობა 5 მილიონ ევრომდე გახდეს. ჯერჯერობით ორი მხარის სურვილებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 28 /
გამოსავალი არის, მხოლოდ ერთი; კვარაცხელიამ უნდა საქვეყნოდ განაცხადოს რომ; ითამაშებს იმის შესაბამისად რამდენსაც უხდიან და არა იმის შესაბამისად რა ფასად აფასებენ.
სულო
18:51 01-09-2023
0
150 მილიონიან ფეხბურთელს 2.5 მილიონი ხელფასი უბრალოდ დაცინვაა, არ უნდა ითამაშოს სანამ 5 მილიონს არ მისცემენ, ეს რა არის, მაგდენს მგონი დამლაგებელიც კი იღებს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული