როგორც ირკვევა, ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში იმყოფება და უახლოეს დღეებში "პარტენოპეის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება.
"მას შემდეგ, რაც ხვიჩამ "სასუოლოსთან" მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა, ის "ლაციოსთან" სერია A-ს შემდეგ ტურში ძირითად შემადგენლობაში იქნება. ამასობაში მისი აგენტი ერთი კვირაა ნეაპოლშია და აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრას ელოდება, რათა კონტრაქტის განახლების დეტალები გაიაროს.
გუშინ მას საშუალება ჰქონდა, დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრა კრისტიან ძაკარდოსთან, რომელმაც თავის დროზე კრისტიანო ჯუნტოლის ქართველის შეძენა
დე ლაურენტისი მზადაა, ხელფასი 2.5 მილიონ ევრომდე გაზარდოს, მაგრამ აგენტის სურვილია, ანაზღაურების რაოდენობა 5 მილიონ ევრომდე გახდეს. ჯერჯერობით ორი მხარის სურვილებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა", - წერს გამოცემა.