ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი აბუაშვილი "პორტუდან" "პეტროლულში" გადავიდა

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბუაშვილმა "პორტუ" დატოვა და რუმინეთის ქალაქ პლოეშტის "პეტროლულში" გადავიდა.

აბუაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, "პორტუში" 2021 წლის 23 მაისს ჩაირიცხა (ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა), პირველ გუნდში თამაშის საშუალება კი არ მიეცა. გიორგი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი იყო.

"პეტროლული" 7 ტურის შემდეგ რუმინეთის ჩემპიონატზე 12 ქულით მეოთხე ადგილზეა და 1-ელ სექტემბერს "ოცელულს" უმასპინძლებს.