"ჩვენზე სეზონის ბოლოს ისაუბრეთ, ფეხბურთელებს წარმატების მიღწევის სჯერათ"- ტენ ჰაგი

AutoSharing Option
ევროპალიგის მეორე რაუნდში "პორტუსა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" (3:3) მატჩის შემდეგ "მანკუნიანელების" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, გულშემატკივრებისგან კრიტიკა მისაღებია, თუმცა უკეთესი იქნება, თუ "იუნაიტედზე" სეზონის ბოლოს ისაუბრებენ.

"წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ, ჩემს ფეხბურთელებს ამის სჯერათ. გთხოვთ, ჩვენზე სეზონის ბოლოს ისაუბრეთ. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ორი ფინალი ვითამაშეთ და ბრძოლას გავაგრძელებთ.

შეგიძლიათ მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბის კომუნიკაციას დააკვირდეთ, ჩვენ ერთიანები ვართ. სწორი მენტალიტეტი გვაქვს, მაგრამ დაცვით ასპექტში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

alt'სრული იდიოტიზმი!' -

ვან ბასტენმა ტენ ჰაგი გააკრიტიკა

alt"მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ, "იუნაიტედს" უფრო მაღალი მიზნები აქვს"- ერიკ ტენ ჰაგი

alt"ბოლო 2 წლის განმავლობაში ინგლისში, "სიტის" შემდეგ ყველაზე მეტი ტიტული მოვიგე" - ტენ ჰაგი

მკითხველის კომენტარები / 1 /
აფერისტია ეს მგონი.გუნდი მერამდენე სეზონია არც თამაშს აჩვენებს,არც შედეგი აქვს და კიდევ სეზონის ბოლოო იძახის.დაშალა გუნდი ფაქტიურად თავისი ექსპერიმენტებით.
მირო
10:46 04-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული