პორტუგალიის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში "პორტუმ" საკუთარ მოედანზე "ბენფიკა" გიორგი აბუაშვილის მიერ 76-ე წუთზე გატანილი გოლით 3:2 დაამარცხა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი აბუაშვილი "პორტუში" თბილისის "დინამოდან" 2021 წელს გადავიდა და ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 5 გოლი გაიტანა.
ტურნირს "პორტუ" და "ბენფიკა" 17-17 ქულით ლიდერობენ.