Rai-ს კომენტატორი: "კვარა" საუკეთესოა და ისტორიას მარტო ქმნის

AutoSharing Option
ტელეკომპანია Rai-ს ცნობილმა კომენტატორმა ფრანჩესკო რეპიჩემ რადიო Punto Nuovo-ს ეთერში "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და პრემიერლიგის ვარსკვლავებს შეადარა:

"ნაპოლის" ციკლის შექმნა გუნდიდან კვარაცხელიას და ოსიმენის" წასვლის შემთხვევაშიც კი შეუძლია. ამისათვის ყველა პირობა აქვს. ნუ ამტვრევთ ღია კარს, "კვარა" აბსოლუტურად საუკეთესო ფეხბურთელია. პრემიერლიგის კლუბებს ნებისმიერი მოთამაშის შეძენა შეუძლიათ. ასეთია დღევანდელი რეალობა, რომელიც ჩემთვის საშინლად მოსაწყენია: ბურთს 90 წუთი სრულიად უაზროდ დასდევენ.

გრილიში და ენტონი იქ გამორჩეულები არიან, თუმცა იტალიაში მათი მსგავსების ნახვას არასოდეს ისურვებენ. "კვარას" მატჩებში გარდატეხის შეტანა შეუძლია, ისტორიას მარტო
ქმნის.

სპალეტის ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელები გამარჯვებაში დიდ როლს თამაშობენ და არ აქვს მნიშვნელობა, ამას როგორ სტილში გააკეთებენ. ლუჩანომ "ნაპოლის" სკუდეტო მოაგებინა. ის ორგანიზაციული თვალსაზრისით თავის სამუშაოსა და ფეხბურთელების დამოძღვრაში მსოფლიოში საუკეთესოა. იტალიის ნაკრებში წარმატების მიღწევა უფრო გაუჭირდება. ეს კლუბი არაა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული