ხვიჩა სასტარტოში დაბრუნდა - "ნაპოლის" სახლში "ლაციომ" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, ნეაპოლური გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ქართველი ძალიან აქტიური იყო, ორი კარგი მომენტი შექმნა, პირველ ეპიზოდში მისი დარტყმული მცველს მოხვდა, მეორეში კი ბურთს საჯარიმოს გარეთ დაეუფლა, უძლიერესად დაარტყა, მაგრამ მეკარე პროვედელმა მოიგერია. 30-ე წუთზე კონტრშეტევისას ლუის ალბერტომ ულამაზესი გოლით სტუმრები დააწინაურა. თუმცა, მალე ზილენსკიმ ორმაგი რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ნაპოლის“ მეტოქის კარზე იერიშები მიჰქონდა, ზილენსკის პროვედელმა არ გაატანინა,
ხოლო საპასუხო შეტევისას მერეტის კარი კამადამ დალაშქრა. ხვიჩა 66-ე წუთზე რასპადორიმ შეცვალა. მერე სტუმრებს თამაშგარეს გამო ძაკანისა და გენდუზის გოლები არ ჩაუთვალეს. დარჩენილ დროში დედაქალაქელებმა მოწინააღმდეგეს არ გაატანინეს, ჩემპიონატის სტარტზე ორი მარცხის შემდეგ გამარჯვება მოიპოვეს, მაურიციო სარიმ კი რუდი გარსიას დუელი მოუგო.

„ნაპოლი“ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა და 16 სექტემბერს გასვლაზე „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლაციო 1:2
გოლები: 0:1 ლუის ალბერტო (30), 1:1 ზილენსკი (32), 1:2 კამადა (52)

მკითხველის კომენტარები / 73 /
თამაშს აგებ გაგყავს კვარა და შემოგყავს რასპადორი მწვრთნელი კი არა ჩაინიკი ხარ, ამით ხომ მარცხზე აპრიორი კაპიტულაციაზე აწერ ხელს, ვინ ცვლის გუნდის ლიდერს სრედნიაკით თუ ამას რასპადორი მართლა კვარას ლეველი გონია დდ: მაგრამ ეს იმ წუწურაქის ოინებია და დღეს ამაში აბსოლიტურად დავრწმუნდი და არა მარტო მე. ცოტა შორიდან მოვუაროთ, რამდენჯერმე შეხვდა სპალეტი დე ლაურენტისს.
რამდენიმე შეხვედრა დასასვენებლად გაშვებაზე რომ კერავდა, ეგ შეიძლება მხოლოდ მიამიტმა დაიჯეროს.
100% საუბარი იყო მომავალი წლის გეგმებზე.
იკითხა ეტყობა სპალეტიმ, კიმი რჩება? - არა.
შემცვლელად ვინმეს მოვიყვანთ? - ჟეზუსის და რაჰმანის იმედად იყავი.
სვა პოზიციებზე გავძლიერდებით? - კაჟუსტეთი და ლინდსტრომით.
ჰოდა, ადგა ის კაცი, 33 წლის ნანატრი ჩემპიონობა მოვიგე, მთელ ქალაქს ვუყვარვარ და ამ ბებერი წუწურაქის გამო თავი რატომ ვაგინებინოო და წავიდა.
რამდენიმე კანდიდატი იყო მწვრთნელობაზე, ყველამ უარი უთხრა. უარს ეტყოდნენ იასნია, ამის გეგმებს რომ გაიგებდნენ.
დათანხმდა გარსია, რომელზეც მთელმა საფეხბურთო სამყარომ იცის, რომ ჩვეულებრივი ჟოპალეზია და დე ლაურენტისი რასაც ეტყვის, ყველაფერზე ხელს მოაწერს. ტიპი საუდის არაბეთიდანაც კი გამოაგდეს.
ჰოდა, აგერ, იდება შესაბამისი შედეგი.
ჟეზუსი-რაჰმანის წყვილი არის მაქსიმუმ სამგურალის დონე.
ოლივერა ვარშავის ლეგიასი.
პ.ს. რაც არ უნდა ცუდად ეთამაშა კვარას (არადა, სხვებზე ცუდი ნაღდად არ ყოფილა), 65-ე წუთზე როცა აგებ, წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის შეცვლა არ მოსულა. ლუზერი უნდა იყო ან მართლა დავალება უნდა გქონდეს, გამოცვალეო და ამანაც აუსრულა ლაურენტის წადილი კვარას შემცირებული დროთი რასპადორის გაუზარდე წუთებიო. ნაპოლის ცენტრი და დაცვა არის სრული მორი და დღეს გახერხეს რომაელებმა წარმოდგენა არ მინდა რას უზამენ ამათ მილანური გრანდები. თუ კვარა ვერ ათამაშდა ისე როგორც მას შეუძლია და გუნდს ვერ ულიდერა ეს გუნდი პირობას ვდებ ოთხეულშიც ვერ შევა.
Charley
01:34 03-09-2023
4
ძალიან ვქომაგობ კვარას, მაგრამ....
ვისაც სპორტთან შეხება ჰქონია ( და არ არის უაზრო ვაიპატრიოტი თუ დივანზე წამოწოლილი ხინკლის მოყვარული), ალბათ დამეთანხმებით რომ კარგი ფეხბურთელი ერთია, მაგრამ თუ ამას არ ემატება დიდი სპორტსმენობა, მაშინ რჩება ის რაც საქართველოს სპორტმენებს მუდამ სჭირდათ. გუშინ დავწერე კომენტარი კალათბურთთან დაკავშირებით - ქართველებს არ წაუვიდათ სამქულიანებიო( ასე დაწერა სტატიის ავტორმა). დღესაც გავიმეორებ,ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და სხვა მრავალი სპორტული სახეობები მოითხოვს უდიდეს დისციპლინას,შრომას,ყოველდღიურ შეზღუდვებს. ზუსტად ამიტომაც არის რომ ალბათ რონალდოზე და მესიზე უფრო ნიჭიერი ფეხბურთელები იყვნენ, არიან და იქნებიან.მაგრამ ორივემ დიდი დისციპლინა და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიაღწია იმას რასაც ვარსკვლავი ჰქვია.მაგიტომაც სეზონის განმავლობაში არ ჰქონიათ ტრამვები და გინდა კლუბში, გინდა ნაკრებში მუდამ ლიდერები იყვნენ. თუ ამ ჩვენს, მართლაც ნიჭიერ ბიჭს, არავინ გააგებინა რომ ეხლა უნდა შრომა, თავდადება და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრი, მაშინ იქნება შემდგომი ნემსაძე, ქინქლაძე ,ყენიათუ სხვა მრავალი ქართველი სპორტსნი , რომელთაც დიდი პოტენციალი გააჩნდათ, მაგრამ კარიერა ვერ გააკეთეს.
მინდა რომ ვინმემ აუხსნას, რომ დღეს მხოლოდ პერსპექტიული ბიჭია და მეტი არაფერი. გადადოს გვერძე მანქანები, პოლიტიკოსები,პატრიარქები და სიდედრ-სიმამრები. მას აქვს შანსი პირველი ქართველი წარმატებული ფეხბურთელი იყოს ( დამოუკიდებელ საქართველოში) და ნუ დაკარგავს ამ შანსს.
Walter White
01:34 03-09-2023
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული