"ამ ბიჭს ფიზიკური პრობლემები აქვს? სხვა ახსნას ვერ ვპოულობ..." - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ "ნაპოლისა" და "ლაციოს" (1:2) მატჩი შეაფასა. იტალიელის თქმით, კვარაცხელია უფრო მეტად უნდა დაიტვირთოს.

"მაინტერესებს, რატომ არ არის კვარაცხელია "ნაპოლის" ცენტრალური ფიგურა? ხვიჩას ფიზიკური პრობლემები აქვს? ამ ყველაფერს სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. აბსურდულად მეჩვენება, შეცვალო მოთამაშე, რომელიც კარისკენ ყველაზე მეტს ურტყამს, თან მაშინ, როცა ანგარიშის გათანაბრება უნდა სცადო. 

ეს კითხვები გარსიამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას. "ნაპოლი" მეორე ტაიმში სრულად მოიშალა, თითქოს ეს გუნდი საკუთარ იდენტობას კარგავს...", - განაცხადა კიარელომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო მატჩს სანაკრებო შესვენების
შემდეგ, 16 სექტემბერს, "ჯენოას" წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელიას და ოსიმენის ხელფასის საკითხის მოუგვარებლობა "ნაპოლიზე" უარყოფითად იმოქმედებს - იტალიური მედია ამაში საფრთხეს ხედავს

alt"რატომ ცვლი გუნდის ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელს?" - გარსია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

მკითხველის კომენტარები / 15 /
ასე იცის ლაციოს რომ 7 კუშს მისცემ, ნაპოლისთვის კი 1.5.ზე მეტს ვერ გაიმეტებ.
კ ო მ ბ ლ ე
16:19 10-09-2023
0
არანაირი პრობლემა არ აქვს მაგ ბიჭს. კუნთის დაჭიმულობა და მცირე ტრავმა ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. მაგიტომაც არ დაიწყო პირველი თამაში ძირითადიდა და მაგიტომაც შეცვალეს მეორეში ნაადრევად. არაფერი ხდება განსაკუთრებული უბრალოდ იმხელაზე აქვს თამასა აწეული, რომ ხალხი ათას სისულელეს იგონებს თუ საგოლე პასი ან გოლი არ აქვს. წინაზე ორ წუთში რომ დადო საგოლე პასი ხო იძახდით ვაუ რა მაგარ ფორმაში დაბრუნდაო, ახლა ისევ აღარაა თურმე ფორმაში. ვაი რა ეშველებათ
Spain
12:20 05-09-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული