ჯუღელთან შეხვედრაც კი არ მოისურვა - ცნობილი იტალიური გამოცემა უშედეგოდ დასრულებულ მოლაპარაკებებზე წერს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

გამოცემის ინფორმაციით, ჯუღელი "ნაპოლის" პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრას რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა კინოპროდიუსერმა ეს არ მოისურვა, რადგან ქართველის მოთხოვნები მათთვის მიუღებელია.

"ჯუღელი ნეაპოლში აურელიო დე ლაურენტისთან ახალ კონტრაქტზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა. ხვიჩას წარმომადგენელი წელიწადში 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს ითხოვდა, კლუბი კი მხოლოდ 3.5 მილიონის გადასახდელად იყო მზად. ჯუღელი
საქართველოში დაბრუნდა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

altჯუღელი იტალიაშია და დე ლაურენტისთან შეხვედრას ელის - "ნაპოლის" პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ხელფასსა და კვარაცხელიას აგენტის მოთხოვნილს შორის დიდი სხვაობაა

altTutto Napoli: ხვიჩა - გუნდის იმედი და ჯუღელის საგანგებო ვიზიტი

altკვარაცხელია "სპალთან" სათადარიგოა - ჯუღელი ტრიბუნაზე დე ლაურენტისთან ერთად იმყოფება

მკითხველის კომენტარები / 48 /
როგორც მესამე ხარისხოვან ერს ისე გვიყურებენ.
რრრ
16:11 06-09-2023
3
ხოდა დაირქვი სტალინი, ლენინი ან ბრეჟნევი, რაღა ნაპოლეონს ირჩევ სახელად? ძიუბაც მოგიხდებოდა.
ნაპოლეონ-ს
11:59 06-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული