ჯუღელთან შეხვედრაც კი არ მოისურვა - ცნობილი იტალიური გამოცემა უშედეგოდ დასრულებულ მოლაპარაკებებზე წერს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

გამოცემის ინფორმაციით, ჯუღელი "ნაპოლის" პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრას რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა კინოპროდიუსერმა ეს არ მოისურვა, რადგან ქართველის მოთხოვნები მათთვის მიუღებელია.

"ჯუღელი ნეაპოლში აურელიო დე ლაურენტისთან ახალ კონტრაქტზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა. ხვიჩას წარმომადგენელი წელიწადში 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს ითხოვდა, კლუბი კი მხოლოდ 3.5 მილიონის გადასახდელად იყო მზად. ჯუღელი
საქართველოში დაბრუნდა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

altჯუღელი იტალიაშია და დე ლაურენტისთან შეხვედრას ელის - "ნაპოლის" პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ხელფასსა და კვარაცხელიას აგენტის მოთხოვნილს შორის დიდი სხვაობაა

altTutto Napoli: ხვიჩა - გუნდის იმედი და ჯუღელის საგანგებო ვიზიტი

altკვარაცხელია "სპალთან" სათადარიგოა - ჯუღელი ტრიბუნაზე დე ლაურენტისთან ერთად იმყოფება

მკითხველის კომენტარები / 48 /
ჯუღელს გონია 37 მანეთად გადაფრინდება.
2 ყუთ კონიაკს ჩაიტანს და მორჩა გადაწყვეტილია, საქმე გაკეთდა :)
6
ხვიჩა პროფესიონალურად უნა მიუდგეს. კი არ უნდა გაბრაზდეს და პრესაზე იმუშაოას, არამედ ქომაგებზე თავისი თავდაუზოგავი შრომით და თამშებშI ბოლომდე დაჯარჯვით.. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, რომ იჩქაროს.

იმედია ბრაზიელელებივით არ დაიწყებს სახის წელვას და არარსებული ტრამვების მომიმეზებას.

მაგ შემთხვევაში თვითო ლაურენტისი დაურეკავს ჯუღელს.

არა უშავს
18:12 05-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული