"ეს ინფორმაცია არის სრული "სისულელე", კლუბის მხრიდან არავის უსაუბრია კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე" - "ნაპოლიმ" ხვიჩასთან მოლაპარაკება უარყო

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიასთან მოლაპარაკების სირთულეზე ჭორები უარყო.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ კონტრაქტის პირობებზე. შეგახსენებთ, ხვიჩასა და მის მხარეს სურთ 5+1 მილიონი ევრო სეზონში, "პარტენოპეის" ხელმძღვანელობა კი 3-3.5 მილიონ ევროსაც არ თანხმდება.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი, ხელშეკრულების მიხედვით, ამჟამად სეზონში 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, სხვა დამატებით სიახლეებს კი "ნაპოლის" წარმომადგენლებმა ჭორები უწოდეს:

"გარკვეული მედიასაშუალებები, რომელთა წყაროებიც მხოლოდ აგენტები არიან, არ წყვეტენ საუბარს, რომ "ნაპოლი" ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. ეს ინფორმაცია არის სრული "სისულელე". კლუბის მხრიდან არავის უსაუბრია კონტრაქტის შესაძლო
გახანგრძლივებაზე, მათ შორიც, არც ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს", - წერია გამოცემაში.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 28 /
რამდენჯერმე დავწერე აქ ჭორია ეგ ახალი კონტრაქტი და არანაირი ხელფასის გაზრდა ხვიჩას არ მოუთხოვიათქო და მეტი რა მექნა. სანამ არ გამოაცხადა ნაპოლის ოფიციალურმა გვერდმა მანამდე არ დაიჯერეთ.
რომ არიყოს ხვიჩა კმაყოფილი არ გაჩერდებოდა მანდ.
დამშვიდდით და ნაპოლის გვერზე ნუ წერთ აგრესიულ კომენტატებს. იიი ხელფასი აქ ცოტა და უნდა წავიდეს...
ნუ წერთ ასეთ კომენტარებს ნუუუ!! ნუ ამხედრებთ იმ ხალხს მის წინააღმდეგ, ვინც აღმერთებს და იმათაც აგრესიულას ხდით თქვენი უაზრო მოთქმა-გოდებით, არიქა ხვიჩას ჩაგრავენ და ცოტა ხელფასს აძლევენო.
მილიონჯერ თქვა ამ ბიჭმა, რომ ნაპოლიში რჩება და არც ხელფასის მომატებაზე დასცდენია სიტყვა. იქ დაიცავით და დაუჭირეთ მხარი სადაც საჭიროა!
ხელფასის საკითხში თქვენი დაცვა არ სჭირდება ხვიჩას. ჰყავს მაგისთვის ხალხი და მიხედავს თავს.
ვინ არიან ეს არამკითხეები
Skeleton
18:17 05-09-2023
9
რა თქმა უნდა სისულელეა!ჯუღელი "ფინთი გოიმივით",სიტყვაზე დააბეს და კიდევ ნახევარი წლით,ვირის მუშის ხელფასზე დაიტოვეს,კვარაცხელია.კარგია მეგობრობა,მაგრამ ამდენს რომ გაზარალებს,იმ მეგობართან,ბიზნეს ურთიერთობა უნდა შეაჩერო და მხოლოდ მეგობრად დაიტოვო.სხვა შემთხვევაში,ყველაფერი გადამტერებით დამთავრდება.
სოსო
16:36 05-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული