"ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიასთან მოლაპარაკების სირთულეზე ჭორები უარყო.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ კონტრაქტის პირობებზე. შეგახსენებთ, ხვიჩასა და მის მხარეს სურთ 5+1 მილიონი ევრო სეზონში, "პარტენოპეის" ხელმძღვანელობა კი 3-3.5 მილიონ ევროსაც არ თანხმდება.
შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი, ხელშეკრულების მიხედვით, ამჟამად სეზონში 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, სხვა დამატებით სიახლეებს კი "ნაპოლის" წარმომადგენლებმა ჭორები უწოდეს:
"გარკვეული მედიასაშუალებები, რომელთა წყაროებიც მხოლოდ აგენტები არიან, არ წყვეტენ საუბარს, რომ "ნაპოლი" ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. ეს ინფორმაცია არის სრული "სისულელე". კლუბის მხრიდან არავის უსაუბრია კონტრაქტის შესაძლო
გახანგრძლივებაზე, მათ შორიც, არც ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს", - წერია გამოცემაში.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
რომ არიყოს ხვიჩა კმაყოფილი არ გაჩერდებოდა მანდ.
დამშვიდდით და ნაპოლის გვერზე ნუ წერთ აგრესიულ კომენტატებს. იიი ხელფასი აქ ცოტა და უნდა წავიდეს...
ნუ წერთ ასეთ კომენტარებს ნუუუ!! ნუ ამხედრებთ იმ ხალხს მის წინააღმდეგ, ვინც აღმერთებს და იმათაც აგრესიულას ხდით თქვენი უაზრო მოთქმა-გოდებით, არიქა ხვიჩას ჩაგრავენ და ცოტა ხელფასს აძლევენო.
მილიონჯერ თქვა ამ ბიჭმა, რომ ნაპოლიში რჩება და არც ხელფასის მომატებაზე დასცდენია სიტყვა. იქ დაიცავით და დაუჭირეთ მხარი სადაც საჭიროა!
ხელფასის საკითხში თქვენი დაცვა არ სჭირდება ხვიჩას. ჰყავს მაგისთვის ხალხი და მიხედავს თავს.
ვინ არიან ეს არამკითხეები