რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში 22 წლის თავდამსხმელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩში "პარი ნიჟნი-ნოვგოროდს" ქულა მოუპოვა - 1:1.
"პარი ნნ" მოსკოვში 0:1 მარცხდებოდა "დინამოსთან", ქუთათელაძე 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 88-ე წუთზე ანგარიში ქუსლით გატანილი ლამაზი გოლით გაათანაბრა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზმა განაცხადა, რომ უფრო გახარებული გამარჯვების შემთხვევაში დარჩებოდა და გოლების გატანა თავდამსხმელის მოვალეობაა.
ქუთათელაძე ბოლოს ფრანგულ "როდეზში" ირიცხებოდა, რომლის რიგებში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. ის პრაღის "სპარტას", "ლილისა" და პსჟ-ის აკადემიებში ვარჯიშობდა, "სპარტაკში" კი 2019 წელს ჩაირიცხა. ნიკოლოზს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 3 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან 2021 წლის ზაფხულში რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
მასპინძელთა რიგებში ტრავმის გამო განაცხადში არ იყო ლუკა გაგნიძე.