მამარდაშვილმა მორატას რევანში აუღო - "ვალენსიამ" "ატლეტიკო" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვალენსიამ“ სახლში „ატლეტიკო“ 3:0 დაამარცხა, გიორგი მამარდაშვილმა კი კარგი მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად შეინახა.

ყველასდა მოულოდნელად მასპინძლები მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, აქტიურად უტევდნენ და პირველი ტაიმი დუროს დუბლით 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, მორატას თავური მამარდაშვილმა მოიგერია, რომელმაც მისგან თბილისში ნაკრებების შეხვედრაში 3 გოლი გაუშვა, შემდეგ კი ობლაკის კარი გერამ დალაშქრა. ბოლოს ქართველმა მეკარემ კორეასაც არ გაატანინა და მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ „ვალენსიას“ აქამდე „ატლეტიკო“ 9 წლის განმავლობაში არ ჰყავდა დამარცხებული,
ხოლო დურომ უკვე იმაზე სამჯერ მეტი გაიტანა, ვიდრე გასულ სეზონში.

„ვალენსია“ 9 ქულით მე-5 ადგილზეა და 23 სექტემბერს გასვლაზე „ალმერიას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 45 363 მაყურებელი
ვალენსია - ატლეტიკო 3:0
გოლები: 1:0 დურო (5), 2:0 დურო (34), 3:0 გერა (54)

მკითხველის კომენტარები / 8 /
სანაკრენო პაუზამდე,ვალენსიას ფეხბურთელები მსხვილ,მწვანე ბუზებს მაგონებდნენ,შეშინებულები,მთელ ოთახში რომ დაჰქრიან ქაოსურად,ეჯახებიან ყველას და ყველაფერს,თავსაც ზიანს აყენებდნენ და მეტოქესაც!მაშინ მამარდას მთავარი საფრთხე,საკუთარი მცველები იყვნენ...!წუხელ,ასე თავაწყვეტილად არავის ურბენია,ტემპი ზომიერი იყო,თამაში კი,უეცრად საკმაოდ გააზრებული გახდა.შედეგმაც არ დააყოვნა,შეტევაში თამაშც დალაგდა და სამი,მართლაც ლამაზი გოლის გაიტანეს.უგო დუროს მეორე გოლი კი,მართლაც შედევრი იყო.დაცვაში,ვერ ვიტყვი,რომ პრობლემები აღარ აქვთ,მაგრამ აღარც ისეთი ქაოსი იყო და მამარდამ,როგორც იქნა,მხოლოდ მეტოქის თავდასხმის წინააღმდეგ ითამაშა.წარმატებითაც!ამ თამაშმა აჩვენა,რომ გუნდს გააზრებული თამაში შეუძლია,უკვე სამი თამაში მოიგეს და თავისუფლად შეუძლიათ კვლავ გასავარდნად არ დაუდგეთ,საქმე.თავი ახალგაზრდებმა გამოჩინეს და რაკი ათამაშებენ,აუცილებლად სულ უფრო მოუმატებენ.ისიც ცხადია,რომ სტაბილურები ვერ იქნებიან და ჩავარდნები ექნებათ,მაგრამ გუნდს შეეტყო,რომ გუნდი ხდება და იმედია, მაყურებელს,ჩვენგან განსხვავებით,ეყოფა ჭკუა და მოთმინება,მათგან იმაზე ადრე და იმაზე მეტი არ მოითხოვონ,ვიდრე მათ დღეისათვის შეუძლიათ.გუნდმა სევილია და ატლეტიკო დაამარცხა.ასეთი რამე,ვალენსიას ჩემპიონობის დროსაც, ხშირად არ გამოსდიოდა.ასე რომ როგორც იქნა,გვირაბის ბოლოს,სინათლე გამოჩნდა.სინათლის ანარეკლი მაინც.
სოსო
15:46 17-09-2023
0
ყოჩაღ გიო მაგარი ხარ ! წარმატებები!
არტ
13:42 17-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული