ყველასდა მოულოდნელად მასპინძლები მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, აქტიურად უტევდნენ და პირველი ტაიმი დუროს დუბლით 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, მორატას თავური მამარდაშვილმა მოიგერია, რომელმაც მისგან თბილისში ნაკრებების შეხვედრაში 3 გოლი გაუშვა, შემდეგ კი ობლაკის კარი გერამ დალაშქრა. ბოლოს ქართველმა მეკარემ კორეასაც არ გაატანინა და მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ „ვალენსიას“ აქამდე „ატლეტიკო“ 9 წლის განმავლობაში არ ჰყავდა დამარცხებული, ხოლო დურომ უკვე იმაზე სამჯერ მეტი გაიტანა, ვიდრე გასულ სეზონში.
„ვალენსია“ 9 ქულით მე-5 ადგილზეა და 23 სექტემბერს გასვლაზე „ალმერიას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“. 45 363 მაყურებელი
ვალენსია - ატლეტიკო 3:0
გოლები: 1:0 დურო (5), 2:0 დურო (34), 3:0 გერა (54)