"ნაპოლის" "ჯენოასთან" ქულა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოუპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეოთხე ტურში „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 2:2 დასრულდა.

„ნაპოლი“ პირველ ტაიმში ტაიმში მნიშვნელოვან უპირატესობას ვერ ფლობდა, მომენტებს ვერ ქმნიდა, რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში კვარაცხელიამ, ორჯერ მოწინააღმდეგეებს ყვითელი ბარათი მიაღებინა, შემდეგ კი ტრავმას გადაურჩა, ხოლო მე-40 წუთზე მასპინძლები კონტრიერიშისას ბანიმ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნეაპოლელთა დაცვა ისევ ჩავარდა და რეტეგიმ მერეტის კარი დალაშქრა. "ნაპოლი" ბევრს უტევდა, შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ ასევე შეცვლაზე შესული კაიუსტეს პასით გაიტანა, მერე კი პოლიტანომ ანგარიში გაათანაბრა, რომელიც აგრეთვე შეცვლაზე შევიდა. ხვიჩა რუდი გარსიამ 89-ე წუთზე გაიყვანა მოედნიდან და
შეხვედრა ფრედ დასრულდა.

„ნაპოლი“ 7 ქულით ამ მომენტისთვის მეხუთე ადგილზეა, 20 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სტუმრად „ბრაგას“ დაუპირისპირდება, ხოლო 24 სექტემბერს იტალიის პირველობაზე გასვლაზე „ბოლონიას“.

გენუა. „ლუიჯი ფერარისი“
ჯენოა - ნაპოლი 2:2
გოლები: 1:0 ბანი (40), რეტეგი (56), 2:1 რასპადორი (76), 2:2 პოლიტანო (84)

მკითხველის კომენტარები / 59 /
Can you elaborate on the goals scored by the substitute players Raspadori and Politano, and how their contributions impacted the outcome of the match? Tel U
Teknik Komputer
12:51 27-09-2023
0
Could this incident affect Khvicha Kvaratskhelia's playing time and involvement in future matches, and how might the team dynamics be influenced by his gesture of protest? Tel U
Teknik Informatika
12:48 27-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული