ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"მისი კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია!" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა გარსია გააკრიტიკა

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარგიჯა "ჯენოასა" და "ნაპოლის (2:2) მატჩს გამოეხმაურა და "პარტენოპეის" თავკაცი რუდი გარსია გააკრიტიკა.

"სეზონის დასაწყისიდანვე ვამბობ, რომ ეს "ნაპოლი" შარშანდელს არაფრით ჰგავს. გუნდს სათავეში ჩაუდგა მწვრთნელი, რომელიც მეხუთე ან მეექვსე არჩევანი იყო. კიმ მინ-ჯესა და ნტანგი ნდომბელეს სრულფასოვანი შეცვლა ვერ მოხერხდა. გარსიას კვარასადმი გადაწყვეტილებები სრული აბსურდია! მე ყოველთვის ვსაუბრობ შედეგის შემდეგ და არა წინასწარ", - წერს Mediaset-ის ჟურნალისტი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, გუშინ "ჯენოას" წინააღმდეგ "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 89 წუთი გაატარა, რუდი გარსიამ
შემტევი ალესიო ძერბინით შეცვალა.

alt"კვარას" უკმაყოფილება? გეტყვით, რატომ შევცვალე" - რა თქვა გარსიამ "ჯენოასთან" მატჩის შემდეგ

altკვარაცხელიას მაღალი შეფასება და გარსიასადმი პროტესტის ჟესტი [VIDEO]

alt"ნაპოლის" "ჯენოასთან" ქულა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა მოუპოვეს [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ