სერია A-ს მეოთხე ტურში, სტუმრად "ჯენოასთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 89-ე წუთზე ალესიო ძერბინით შეცვალეს, რის გამო უკმაყოფილო დარჩა.
Tuttonapoli და spazionapoli აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია გაოცებული იყო და მწვრთნელს რუდი გარსიას ჟესტით (stizza) ამის შესახებ მიანიშნა.
რუდი გარსიამ შეხვედრას დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შანსი იმათთვის უნდა მიეცა, ვინც კარგად ვარჯიშობს, თუნდაც ეს ისეთ დიდ ფეხბურთელებს ეხებოდეს, როგორიც კვარაცხელიაა.
სხვათა შორის, ანალიტიკურმა საიტებმა "კვარას" მაღალი შეფასებები დაუწერეს: whoscored-მა 7.2, ხოლო Sofascore-მა და Flashscore-მა 7.4. ქართველზე მაღალი შეფასება მხოლოდ პიოტრ ზილენსკიმ დაიმსახურა - 7.5.