სტუმართა ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.
მატჩის შემდეგ "ფეიენოორდის" ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად ESPN-ის ექსპერტმა კარიმ ელ აჰმადიმ ამსტერდამელთა რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეც გააკრიტიკა.
"ზოგ ფეხბურთელს აშკარად ხარისხი აკლია, რაც შესაძლოა მწვრთნელის ტაქტიკური გადაწყვეტილებებით იყოს განპირობებული. სივერტ მანსვერკის თამაშით შოკირებული დავრჩი, მიქაუტაძე ცუდად შემოვიდა, თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა, ჩუბა აკპომი დაკარგული იყო, საერთოდ ვერ გავიგე, ინგლისელი რა პოზიციაზე თამაშობდა", - განაცხადა
შეგახსენებთ, "აიაქსი" ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან, მორის შტეინის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს, ევროპალიგაზე "მარსელის" წინააღმდეგ გამართავს.
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "აიაქსი" "ტვენტესთან" დამარცხდა [VIDEO]
მიქაუტაძე "მეცის" აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"მასში განსაკუთრებით ერთი თვისება მომწონს" - "აიაქსის" მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
ესე იგი, ადამიანმა 2 (ორი!) არასრული მატჩი ჩაატარა ახალგადასულ გუნდში და ისე სთხოვს, გეგონება სკოლის მერე ამსტერდამში იყოს.
საქმე არ გაქვს ვიღაცა ხარ? როგორ ყველა ჩვენიანის ცუდით ან წარუმატებლობით ხარობს, ეს ღვარძლიანები. ჟორჟიკას და ყველა ჩვენიანს წარმატება და წინსვლა!
რაც შეეხება მის არჩევანს, ვთვლი რომ შეცდა, კვარამ საუკუნის საქმე გააკეთა იტალიაში, ისე არ გვიყურებენ როგორც მესამე დონის საფეხბურთო ქვეყანას, აი ჰოლანდიელებს კი ზოგადათ ეგ ჩვევიათ, კუჭში რომ გადიან ფიქრობენ რომ მათ განავალს ვარდის სუნი ადის. კარდინალური განსხვავებაა ქართველის მენტალიტეტს და ჰოლანდიელს შორის. არ უნდა დახამებოდა სახელს, ლაციოში სამ თამაშში ერთი გოლი რომ გაეტანა ერთ ადგილას აკოცებდნენ, აიაქსში კი გონიათ რომ ისევ ის დიდი გუნდი ყავთ და მით უმეტეს ფორვარდს თამაში ორი თუ ვერ შეაგდო კარგ ფორვარდათ არ თვლიან.
მაგრამ რახან ასე გადაწყვიტა ახლა შუააზე უნდა გაიხეს რომ დაამტკიცოს თავის კლასი. მთავარია მწვრთნეი არ აყვეს პრესის ნარატივს და გიომ ვარჯიში არ მოაკლოს. არ ვიცი რა აი ზუსტად ვიცოდი ასე მოხდებოდა:(