"მასში განსაკუთრებით ერთი თვისება მომწონს" - "აიაქსის" მწვრთნელმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა მორის სტეინმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

49 წლის სპეციალისტის თქმით, მას განსაკუთრებით მოსწონს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ფორვარდს შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია.

"გიორგი გოლების გატანაში განსაკუთრებით კარგია. ეს ყველაფერი ნანახი გვქონდა, თუმცა ახლა ვარჯიშებზეც ვიხილეთ. მას კარში ყველა პოზიციიდან დარტყმა შეუძლია. მიქაუტაძის ნამდვილად მჯერა.

განსაკუთრებით მომწონს ის ფაქტი, რომ შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. იმედი მაქვს, კუდუსს მალე დაგვავიწყებს", - განაცხადა სტეინმა.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე "აიაქსს" 16 მილიონი ევროს (+3 მილიონი ბონუსის სახით) სანაცვლოდ შეუერთდა. გიორგი ახალ
კლუბში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

altოფიციალურად: გიორგი მიქაუტაძე "აიაქსის" ფეხბურთელია

alt"ძალიან გახარებული ვარ, ასე უნდა გავაგრძელო" - გიორგი მიქაუტაძე

alt"მადლობა ოჯახს, ეს ჯილდო მათთვისაა" - გიორგი მიქაუტაძე საუკეთესოდ დასახელების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 6 /
კუდუსს დაგვავიწყებს რა,ვოლტარენის რეკლამაა?
Levani
02:58 01-09-2023
0
გოლთაცვენა მოვიდა ბიჭო რა კუდუსუნი, არველაძის მერე მსოფლიო დონის თავდამსხმელი გვეღირსა! გიო შემოგევლე!
დიმო
13:03 31-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული