პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ბრაგას" 1:0 ამარცხებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ გასვლაზე „ბრაგას“ ამარცხებს - 1:0.

შეხვედრა სწრაფ ტემპში დაიწყო და მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ორტას და ოსიმენს გატანა მეკარეებმა არ დაანებეს. შემდეგ კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და მეკარე მატეუსმა იხსნა თავისი გუნდი. მერე მან დო ლორენსოცაც არ გაატანინა. „ნაპოლი“ თანდათან უპირატესობას დაეუფლა, ხვიჩას დაგორებული ბურთი ოსიმენმა დაარტყა და პორტუგალიელები ამჯერად ხარიხამ იხსნა. უნდა ითქვას, მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და სახიფათონი იყვნენ. 35-ე წუთზე კარის წინ მცველთან ბრძოლაში ვიქტორი
წაიქცა, მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და პენალტი არ დანიშნა. კომპენსირებულ დროში კი საჯარიმოში "კვარას" ჩაწოდებული ბურთი ოსიმენისგან დი ლორენცოს მიუვიდა და კაპიტანმა უძლიერესი დარტყმით სტუმრები დააწინაურა.

ბრაგა. "ესტადიო მუნიციპალი"
ბრაგა - ნაპოლი
გოლი: 0:1 დი ლორენცო (45+2)

მკითხველის კომენტარები / 7 /
კვარა,წარმატებები. გიყვარვარ.მაგარი ხარ.
ეკა
21 სექტემბერი 2023 10:53
0
გარსია თავის მოტორზე ვერ არის, ანგისას ნაპოლში კი არა ქობულეთის შუქურაში არ ვათამაშებდი. ოსიმენი ვერ იშლის თავის "ეგოისტობას"!
NAPOLI !
21 სექტემბერი 2023 01:05
1
კვარაცხელია კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სამწუხაროდ იმის ნახევარიც არ არის რისი მოლოდინიც გვქონდა. მისი შემცველიც ადვილად მოიძებნება.
კვარა, კარში რომ უნდა დაარტყა, ეგ გადაწყვეტილება, ეგ გაბედულება მე მივიღო შენს მაგივრად? მოკლედ არ გაქვს ლიდერის თვისებები,მშიშარა ფეხბურთელი ხარ, გაუბედავი!
წიგნის კითხვა კარგია, მაგრამ პროფესიონალები გაგანია სეზონზე, წიგნებს არ კითხულობენ მატჩის წინ, პროფესიონალი გონებაში ნახაზებს ადგენს როგორ მოატყუოს მეტოქე და მთლიანად მოცულია ფეხბურთით
1122
21 სექტემბერი 2023 00:51
13
gamocvala am .........
სანდრო
21 სექტემბერი 2023 00:38
1
ეს მწვრთნელი შეგზავნილია უეჭველი წინაზე ზელინსკი იყო საუკეთესო გაიყვანა ეხლა კვარა მოხსნა. ნაპოლი იეჭველად გაუშვებს გოლს და გამთანაბრებელი აღარავინ ეყოლება მოედანზე.
რუსთავი
21 სექტემბერი 2023 00:35
1
ჯერჯერობით ხვიჩა საუკეთესოა.ვუსურვოთ უკეთესი მეორე ტაიმი.
ჯუჯი
21 სექტემბერი 2023 00:04
1
რას ერჩით კარგად თამაშობს ხვიჩა
???
21 სექტემბერი 2023 00:01
4

სიახლეები პოპულარული